ერასმუს+ პროექტი „ვირტუალური გაცვლები მსოფლიოს სხვა სპეციფიკურ რეგიონებში“ Virtual Exchanges with other specific regions in the world, 2023-2025.
განხორციელების პერიოდი – 2023-2025 წლები.
მონაწილეები:
ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი - კოორდინატორი (პოლონეთი);
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი);
აროკოპიოს უნივერსიტეტი ათენში (საბერძნეთი);
ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);
ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტი ლვოვში (უკრაინა);
ხარკოვის უნივერსიტეტი (უკრაინა);
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).
მოკლე აღწერა
Movex არის პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია ეფექტურ ვირტუალურ გაცვლებზე, როგორც პლატფორმაზე პროფესიული და ინტერკულტურული ურთიერთობებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისების გაუმჯობესებისთვის და იმ პირობების შექმნისთვის, რომლებიც აუცილებელია თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ახალგაზრდებში. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ყველას, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო სწავლების პროცესზე, მიუხედავად მათი წარმომავლობისა ან უნარებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მობილობის დრო ან ფინანსები არის შეზღუდული. ვირტუალური გაცვლები არ არის მხოლოდ მოკლევადიანი და რადიკალური მეთოდი, რომ უკრაინასა და საქართველოში არსებული პრობლემები გადაიჭრას; ის არის ყოვლისმომცველი გეგმის ნაწილი, რათა ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკამ ერთი საფეხურით წინ წაიწიოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თითოეული სტუდენტისთვის. ეს არის საშუალება აქტიური აკადემიური მობილობების პროექტებისა და მასში სტუდენტების მონაწილეობისთვის. პროექტი ემსახურება თანამშრომლობის ფორმების გაუმჯობესებას როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით: შუამავლების (ევროპელი პროფესიონალების) დახმარებით ვირტუალური გაცვლითი პროგრამების განვითარებას; იმ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლებიც მუშაობენ მობილობის პროცესში სტუდენტებთან; ინტერკულტურული კომუნიკაციური უნარების განვითარებას; ისეთი საშუალებების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინტერკულტურულ დიალოგსა და ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის, განსხვავებულ უნივერსიტეტებში, ეროვნებებში, კულტურებში, რელიგიებსა და ენებში. პროექტის აქტივობები ორიენტირებულია გამოცდილების გაზიარებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც მოემსახურება მულტიეთნიკურ გარემოს, ხელს შეუწყობს პროცედურების გამარტივებას სასწავლო მასალასთან დაკავშირებით, შორეულ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესში იმ რესურსებზე წვდომას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესისთვის.
პროექტი ფოკუსირებულია ეფექტური გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის კომუნიკაციური უნარების ეფექტურად გამოყენებაზე; ასევე, მათ წვდომაზე საერთაშორისო პლატფორმებზე, მიუხედავად წარმომავლობისა. პროექტი 6 სამუშაო პაკეტისგან შედგება, რომლებიც ემსახურება პარტნიორებს შორის ეფექტურ თანამშრომლობასა და პროექტის მიზნის მიღწევებს. პროექტის მიზანია ევროპული გამოცდილების დანერგვა ვირტუალურ ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ გაცვლით პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების მობილობების გაზრდას, ასევე - აკადემიური კურიკულუმების მოდერნიზებას სხვადასხვა პროფესიონალის ჩართულობით. ეს ყველაფერი ემსახურება პარტნორი უნივერსიტეტების ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის გაუმჯობესებასა და თავისუფალ მობილობას ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში. პრიორიტეტულია სტუდენტების გაცვლა შესაბამის საგანმანათლებლო საფეხურებს შორის, ისევე როგორც აკადემიური მონიტორინგი სტუდენტების დასწრებაზე, პრობლემებსა თუ მიღწევებზე. ვირტუალური პროგრამა მოკლევადიან აკადემიურ პროექტად დარეგისტრირდება, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამაში ვირტუალურად მიიღონ მონაწილეობა. მოქნილი აკადემიური სილაბუსები კი სტუდენტების ტრენინგსა და აკადემიურ თავისუფლებას უზრუნველყოფენ.
პროექტი შედგება 4 ეტაპისგან. ესენია: პროექტის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, განხორციელების ეტაპი და დისიმინაცია.
სამუშაო პაკეტი 1 – პროექტის მენეჯმენტი, კოორდინაცია და ხარისხის უზრუნველყოფა 01.23-12.25.
კოორდინატორი – ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
ეფექტური ადამიანური მენეჯმენტი, ფინანსური და მატერიალური რესურსების შექმნა, საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ტრენინგი, რათა მათ შეძლონ მუშაობა ინტერკულტურულ ჯგუფებთან და, ასევე, განვითარდეს პროგრამის ყველა მონაწილის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული პოტენციალი:
კოორდინატორების შეხვედრა ბრიუსელში;
შეხვედრა ვროცლავში;
გრანტის ხელშეკრულების მომზადება და ხელის მოწერა;
პროექტის მენეჯმენტის ბორდის შექმნა;
ხარისხისა და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
ხარისხის გეგმის შექმნა;
პროექტის „ჩანაწერის“ შექმნა;
ხარისხის გეგმის მონიტორინგი;
პროექტის შესახებ ანგარიშის მომზადება, მონიტორინგი;
საბოლოო ანგარიში.
სამუშაო პაკეტი 2 – ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის განვითარება
02.23-07.24.
კოორდინატორი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეფექტური მექანიზმის შემუშავება ვირტუალური პროგრამის მხარდასაჭერად ახალი აკადემიური კონტექსტის ადაპტაციისა და საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაციისთვის მასპინძელ უნივერსიტეტში.
იმ ადმინისტრაციული და აკადმიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც იმუშავებენ გაცვლით პროგრამებში ჩართულ სტუდენტებთან და დაეხმარებიან მათ ინტერ-კულტურული უნარების გამომუშავებასა და ეფექტურ ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებთან:
2.1. ევროპის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ვირტუალურ პროგრამებში;
შუამავლების მომზადება პარტნიორ უნივერსიტეტებში ევროპის სპეციალისტების მიერ ვირტუალური პროგრამის ტექნოლოგიურად გამართვისთვის < საუკეთესო ევროპული პრაქტიკა ვირტუალური ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამისთვის;
2.3. პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბება ვირტუალური გაცვლითი პროგრამისთვის, რაც დაფუძნებული იქნება ევროპულ რეკომენდაციებზე;
2.4. რეკომენდაციების განვითარება აკადემიური წარმატების გასაზომად და სწავლების შედეგების აღიარება ვირტუალური გაცვლითი პროგრამის პროცესში;
პროგრამა „ვირტუალური გაცვლითი პროექტის მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერის იმპლემენტაციის“ დახვეწა;
შექმნილი/დახვეწილი ტრენინგ პროგრამის პრეზენტაცია და მისი შეფასება ევროპელი კოლეგების მხრიდან;
ვირტუალური გაცვლითი პროგრამის მოდელის სტანდარტული დოკუმენტების განვითარება და იმპლემენტაცია პარტნიორი უნივერსიტეტების პრაქტიკაში.
სამუშაო პაკეტი 3 – კონსულტირების ოფისების ქსელის შექმნა აკადემიური მობილობების პროგრამებთან დაკავშირებით
04.23-07.24
კოორდინატორი – ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პეროსონალის ტრენინგისთვის, რომლებიც იმუშავებენ ინტერკულტურულ ჯგუფებთან და განავითარებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ პოტენციალს ყველა მონაწილესთან.
თანამშრომლობის ფორმებისა და სფეროს განვითარება და კომუნიკაცია ყველა აკადემიურ და ადმინისტრაციულ ერთეულთან უნივერსიტეტში, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერა ვირტუალური გაცვლების იმპლემენტაციისთვის და სხვა საკითხების განხილვა, რომლებსაც აქვთ დიდი გავლენა სტუდენტების ჩართულობაზე ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში:
3.1. უნივერსიტეტების კონსულტირების ოფისების შექმნა აკადემიური მობილობის პროგრამებისთვის ყველა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში;
3.2. გზამკვლევის დახვეწა და განვითარება და მისი გამოყენება ვირტუალური გაცვლითი პროგრამების კონსულტირების ოფისებში;
3.3. მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შემუშავება საკითხზე - „ვირტუალური გაცვლითი პროგრამების იმპლემენტაცია საგანმანათლებლო პროცესში და აკადემიური შედეგების აღიარება“;
3.4. ვორქშოპების ჩატარება იმ ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომლებიც იმუშავებენ კონსულტირების ოფისებში ვირტუალური გაცვლითი პროგრამების ნაწილში;
3.5. ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით ვირტუალური გაცვლითი პროგრამების დროს.
სამუშაო პაკეტი 4 – ვებპორტალის - საერთო საინფორმაციო სივრცის - განვითარება
09.23-07.24.
კოორდინატორი – ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი:
4.1. ვებპორტალის, საიტის რუკისა და სისტემის ჩარჩოს შექმნა;
4.2. მხარდამჭერი რესურსების შექმნა მობილობის პროგრამებისთვის;
4.3. მხარდამჭერი რესურსების შექმნა ინფორმაციის გავრცელებისა და სტუდენტების გაცვლისთვის;
4.4 მხარდამჭერი რესურსების შექმნა კომუნიკაციისა და უკუკავშირისთვის;
4.5. საერთო საინფორმაციო სივრცის განვითარების პოლიტიკის შექმნა პროექტის ყველა მონაწილის მიერ, ისევე როგორც ვებპორტალის სტრატეგიის განვითარება პროექტის ყველა მონაწილეისთვის;
4.6. ტრენინგ პროგრამის - „საერთო საინფორმაციო სივრცის შესაძლებლობები და ღია საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტების და მასწავლებლებისთვის ვირტუალური გაცვლითი პროგრამის განმავლობაში“ - შემუშავება.
სამუშაო პაკეტი 5 – ვირტუალური ეროვნული და საერთაშორისო გაცვლითი აკადემიური პროგრამების პრაქტიკული აპრობაცია
07.24-11.25.
კოორდინატორი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კარიერული ზრდისთვის გლობალური კომპეტენციებისა და უნარების ფორმირება (ციფრული წიგნიერება, კულტურული ცნობიერება, საზღვრებს მიღმა მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის უნარი) უკრაინისა და საქართველოს ახალგაზრდებში.
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სტუდენტებთან მუშაობისთვის, მათი დახმარება ინტერკულტურული კომუნიკაციისა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის:
5.1. ღია კონკურსის ჩატარება მასწავლებლებს შორის შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფების მიერ საპილოტე მობილობის პროგრამის შექმნის მიზნით;
5.2. პროფესიული განვითარების პროგრამის - „ვირტუალური გაცვლითი პროგრამის განვითარება, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი იმპლემენტაციისთვის“ - შექმნა შერჩეული მასწავლებლებისთვის (5 თვის განმავლობაში, 6 კრედიტი);
5.3. პროექტის ხარისხის შეფასება და მონაცემების შეყვანა საერთო ინფორმაციულ სივრცეში;
5.4. ვირტუალური ეროვნული და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ტესტირება ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში;
5.5. კითხვარის შედგენა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის საპილოტე კურსებისთვის;
5.6. განხორციელებული გაცვლითი პროგრამების ეფექტურობის ანალიზი და ხარისხის შეფასება;
5.7. რეკომენდაციების დახვეწა ვირტუალური გაცვლითი პროგრამების ადაპტირებისთვის სპეციფიკური საჭიროებების სამიზნე აუდიტორიისთვის.
სამუშაო პაკეტი 6 – გავრცელება
01.23-11.25.
კოორდინატორი – ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტი ლვოვში.
საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა შერჩეული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ინტერკულტურულ ჯგუფებთან სამუშაოდ და ყველა მონაწილის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული პოტენციალის განვითარება.
თანამშრომლობის ფორმებისა და სფეროს განვითარება და კომუნიკაცია ყველა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ ერთეულთან, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერა ვირტუალური გაცვლების იმპლემენტაციისთვის და სხვა საკითხების განხილვა, რომლებსაც აქვთ დიდი გავლენა სტუდენტების ჩართულობაზე ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში:
6.1. ინფორმაციული და სარეკლამო მასალები;
6.2. პროექტის საიტი და სოციალური მედია;
6.3. ინფორმაციის გავრცელება და განვითარების გეგმის ექსპლუატაცია;
6.4. უნივერსიტეტების მიერ ელექტრონული წიგნის - „ვირტუალური გაცვლა, როგორც ნაწილი თითოეული ინსტიტუტის ყოვლისმომცველი გეგმისა ინტერნაციონალიზაციისა და ფიზიკური მობილობის განსახორციელებლად“ - მომზადება;
6.5. სამეცნიერო პუბლიკაციები ვირტუალური გაცვლითი პროექტების შექმნის მეთოდოლოგიურ საკითხებზე, საუკეთესო პრაქტიკასა და პროექტის შედეგებზე;
6.6. ვირტუალური გაცვლითი პროგრამების შედეგების პრეზენტაცია და მონაწილეების დაჯილდოება;
6.7. საიტის საერთო ინფორმაციული სივრცის გაზიარება.
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
