მობილობა ესპანეთში შემოდგომის სემესტრისთვის

მობილობა ესპანეთში შემოდგომის სემესტრისთვის

2019-03-26

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამის ,,Erasmus+“KA 107-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი შემოდგომის სემესტრისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის   სტუდენტებისთვის სტიპენდიის  მოსაპოვებლად,  რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობ ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი,მადრიდი).

სტუდენტთა მობილობა - სამივე  საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს  სტუდენტის სასწავლო პროგრამას ალკალას უნივერსიტეტში.

 

Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს  800 ევროს.

ონლაინ განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი.

სასწავლო კურსების  ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://www3.uah.es/ka107/2019-20/Courses.pdf

 

ონალინ რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: 

http://www3.uah.es/ka107/2019-20/Apply.pdf





დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ  პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ. მაია დარასელიას

 

მისამართი: .ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206

ენების ცენტრი

ტელეფონი: 995 322 54 14 11
ელ-ფოსტა: m.daraselia17@gmail.com

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი