რექტორთა საბჭოს ონლაინ-შეხვედრა

რექტორთა საბჭოს ონლაინ-შეხვედრა

2020-05-20

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ-შეხვედრა გამართა. შეხვედრის მუშაობაში აქტიური  მონაწილეობა მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა კრიზისულ სიტუაციაში უმოკლეს დროში რესურსების მობილიზაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის.

 როგორც რექტორთა საბჭოზე აღინიშნა, ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატი და თარიღი უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

 დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2024  წლის 20 იანვარს, შაბათს, 12:00 საათზე, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ის­ტო­რიის სადისე­რ­...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი