ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა

ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა

2020-12-12

1990 წლის 4 მაისს ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია მიიღო. 1991 წლის 6 სექტემბერს ლატვიის დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად აღიარა.


ამასთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით, მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც ასახული იყო 1989-1991 წლების ისტორიული მოვლენები, რომელიც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის გულმხურვალე მეგობარი და მხარდამჭერი, ლატვიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ინგრიდა ლევრენცე.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა ძვირფას სტუმარს:

– ჩვენთან დღეს ძვირფასი სტუმარი მობრძანდა, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და ჩვენის ძვირფასი მეგობარია. ის შესანიშნავად იცნობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის ისტორიას, მისიას, ამოცანებს, მიზნებს. მან იცის, თუ რა მძიმე ტვირთის მატარებელი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს, რომელიც ქვეყნის ბედისწერის სრულია გამზიარებელია. მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს ჩვენდამი მისი გულწრფელი დამოკიდებულებისათვის და გულითადად მივულოცო ლატვიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგი წლისთავი.


ელჩმა მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზ. ხონელიძეს მუდმივი მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის. ჩვენს ერებსა და ქვეყნებს თავისუფლების სიყვარული გვაერთიანებს. მიხარია, რომ ამის გამოხატვა ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეგვიძლია, სადაც თქვენი სახით დიდი მეგობრები გვყავს, – აღნიშნა ქალბატონმა ინგრიდამ.


ლატვიის ელჩმა ფოტო-გამოფენის დამთვალიერებლებს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ლატვიელთა მედგარი ბრძოლის შესახებ ესაუბრა. 



ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2024  წლის 20 იანვარს, შაბათს, 12:00 საათზე, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ის­ტო­რიის სადისე­რ­...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი