სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+  პროექტის ASSET -ის  კონსორციუმის შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ პროექტის ASSET -ის კონსორციუმის შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები გაიმართა

2019-05-14

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+  პროექტის ASSET -ის  კონსორციუმის შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები გაიმართა

 

2019 წლის 14 მაისს,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ მიერ  დაფინანსებული პროექტის ASSET -ის კონსორციუმის  წევრთა მორიგი შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები  გაიმართა. კონსორციუმის მუშაობაში მონაწი­ლე­ო­ბ­დნენ საქართველოს, ისრაელის, ირლანდიის, ესტონეთის, გერმანიის, ავსტრიის  უნივე­რ­სი­ტე­ტების წარმომადგენლები.  კონსორციუმის შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ზურაბ ხონელიძე, სსუ ხარისხის უზრუნ­ვე­ლ­ყო­ფის სამსა­ხუ­რის უფროსი ასოც. პროფ. რომეო გალდავა, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი სსუ-ში, განათლების ფაკულტეტის დეკანი ლია ახალაძე  და ASSET -ის კონსორციუმის   კოორდინატორი პროფ. დორით ალთი. უნივერსიტეტის რექტორმა და სსუ ASSET-ის გუნდმა (პროფესორები: ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, კახა კვაშილავა; მოწვეული ლექტორები: ლევან კვარაცხელია და ნინო წულაია) სტუმრებს უნივერსიტეტში გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს:  მათ საპატივცემულოდ ევროკავშირის, ისრაელისა და საქართველოს ჰიმნების შემდეგ სტუდენტებმა ქართული და ებრაული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

კონსორციუმის გახსნის შემდეგ უცხოელმა და ქართველმა ტრენერებმა ტრენერთა ტრენი­ნ­გე­ბი განმავითარებელი შეფასების შემდეგ ინსტრუმენტებზე ჩაატარეს: 1. ღია სამკერდე ნიშნები, 2. კრიტიკული მეგობარი, 3. კონცეპტუალური რუკა, 4. ურთიერთ­შეფა­სე­ბა/­რე­ფ­ლე­ქ­სიური დღიური, 5. რბილი ემოციური უნარები 21-ე საუკუნისათვის. 

ევროკავშირის ქვეყნებიდან პროექტში ჩართულია ირლანდიის კორკის უნივერსიტეტი, გერმანიის ბამბერგის ოტო ფრიდრიხის უნივერსიტეტი, ესტონეთის ტა­ლი­ნის უნივერსიტეტი და ავსტრიიდან ლინცის განათლების კერძო უნივერსიტეტი. ისრაელის მხრიდან პროექტს კოორდინირებას უწევს კინერეთის განათლების უმაღლესი აკადემიური კოლეჯი. გარდა ამისა, ისრაელის მხრიდან ჩართულია გორდონის განათლების უმაღლესი  აკადემიური კოლეჯი, მასწავ­ლე­ბე­ლ­თა განათლების სახნინის უმაღლესი აკადემიური კოლეჯი, ჰადასას უმაღლესი აკადემიური კოლეჯი. საქართველოდან პროექტში ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფიო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

კონსორციუმის ფარგლებში შეიქმნა განმავითარებელი შეფასების ზემოთაღნიშნული მეთოდების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია. იგეგმება მათი პილოტირება და დისემინაცია, ასევე   სახელმძღვანელოს პუბლიკაცია.


პროგრამს სანახავად დააჭირეთ აქ

 

 

 

 


ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი