Erasmus +-ის  პროექტის ASEET -ის ტრენერთა ორდღიანი ტრენინგი  განმავითარებელ შეფასებაში

Erasmus +-ის პროექტის ASEET -ის ტრენერთა ორდღიანი ტრენინგი განმავითარებელ შეფასებაში

2019-07-07

Erasmus +-ის  პროექტის ASEET -ის ტრენერთა ორდღიანი ტრენინგი

განმავითარებელ შეფასებაში

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 5 და 6 ივლისს, კულტურის კვლევებისა და მულტიკულტურული განათლების ცენტრის ინიციატივით  განმავითარებელ შეფასებაში Erasmus + პროექტის ASEET -ის ტრენერთა ორდღიანი ტრენინგი გაიმართა

ორი დღის მანძილზე ევროკავშირის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ASSET -ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი, რომლებმაც ტრენინგები  ისრაელსა და საქართველოსი გაიარეს, ასევე ჩაატარეს წინასაპილოტე ტესტირება (ზო­გი­ე­რ­თ­მა  წინა ორი სემესტრის მანძილზეც) შემოდგომის სემესტრში განმავითარებელი შეფასების სრული პი­ლო­ტი­რების დაწყების მიზნით.   ორდღიანი ტრენინგი გახსნა პროექტის ადგილობრივმა კორდინატორმა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლია ახა­ლა­ძემ რომელმაც ისაუბრა პროექტის მიერ ჩატარებულ სამიანობაზე და სამომავლო გეგ­მე­ბზე. მიმდინარე ტრენინგის ფარგლებში შეირჩევა 20-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს განმავითარებელი შეფასების ჩვენს მიერ შეთავაზებული ინსტრუ­მე­ნ­ტების მიხე­დვ­ით. შერჩეულ   აკადემიურ პერსონალთან კიდევ ერთხელ ჩატარ­დე­ბა ტრენინ­გე­ბი შემო­დ­გო­მაზე, სემესტრის დაწყების წინ.

            სსუ ASSET - ის გუნდმა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ პერ­სო­ნალს   განმავითარებელი შეფასების შემდეგ ინსტრუმენტებზე შესთავაზეს ტრენინგი: 1. ღია სამკერდე ნიშნები - ტრენერები ლია ახალაძე, ლევან კვარაცხელია; 2. კრიტიკული მეგო­ბა­რი - ტრენერი ნინო წულაია; 3. ურთიერთ­შეფა­სე­ბა/­რე­ფ­ლე­ქ­სიური დღიური - ტრენერი თამარ შინჯიაშვილი; 4. რბილი ემოციური უნარები 21-ე საუკუნისათვის - ტრენერი კახა კვაშილავა;  საგულისხმოა, რომ განმავითარებელ შეფასების ტრენინგებს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალთან ერთად,  სტუდენტებიც ესწრებოოდნენ. სულ თითოეული ინტრუმენტის ტრენინგი - 35-36 ადამიანმა გაიარა.

            სექტემბერში,  პილოტირების დაწყების წინ შერჩეულ აკადემიურ პერსონალთან თი­თო­ეულ ინსტრუმენტზე კიდევ ერთხელ ჩატარდება ტრე­ნი­ნ­გე­ბი.

 

 

 


 

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი