მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმის განხილვა

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმის განხილვა

2020-08-24

2020 წლის 24 აგვისტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმის განხილვის მიზნით, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორი როლანდ დუდუჩავა (საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი), ასოცირებული პროფესორები რომეო გალდავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი) და ნესტან კეკელია (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი), პროფესორი ოთარ ჟორდანია (რექტორის მრჩეველი) და პროფესორები: ოთარ ჭკადუა, მალხაზ აშორდია და თემურ ჩილაჩავა, რომელიც შეხვედრაში ონლაინ ჩაერთო.

შეხვედრის მონაწილეებმა  მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენილი კურიკულუმის პროექტების შესახებ იმსჯელეს და  აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი