სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტები ფართოვდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტები ფართოვდება

2020-08-27

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა წარსულში ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ამჟამად კი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), პროფესორი გიორგი ხუბუა.

 

მასპინძელმა სტუმარს საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფცია გააცნო, რომელსაც პროფესორმა გ. ხუბუამ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა. სტუმრის მხრიდან აღინიშნა, რომ საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეას გააცნობს მის პარტნიორ სხვა გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებსაც, რომლებიც, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეგობრები და პარტნიორები გახდებიან.

 

შეხვედრისას დაიგეგმა ერთობლივი მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო პროექტები შემუშავდება და განხორციელდება.    

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი