2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების I კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების საყურადღებოდ

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების I კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების საყურადღებოდ

2020-08-31

სსიპ-სოხუმის   სახელმწიფო  უნივერსიტეტი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტების  რეგისტრაციის ვადები:

 

1.      სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტი ვალდებულია:

·          2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:

საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმღების ბანკისახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289

·          წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. 
პირადობის მოწმობა (ასლი);
2. 
წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. 
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. 
თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5. 
სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

2.   დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე; მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61.

3.   აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.

P.S. არასრულწლოვან აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისას თან უნდა ახლდეს მშობელი ან ნდობით აღჭურვილი პირი.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი