სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ნოდარ ჭითანავა 85 წლისაა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ნოდარ ჭითანავა 85 წლისაა

2021-03-11

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრთა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტთა სახელით, მაქვს პატივი, 85 წლის იუბილე მივულოცო ცნობილ, ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ ნოდარ ჭითანავას.

ბატონი ნოდარი ათეული წლებია შემართებითა და უანგაროდ ემსახურება სამშობლოს და მეცნიერებას. მისი ხელმძღვანელობით არაერთი, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, ეკონომიკური პროექტი განხორციელდა და მრავალი ახალგაზრდა ჩამოყალიბდა კვალიფიციურ მეცნიერად.

პროფესორ ნოდარ ჭითანავას აკადემიურ მემკვიდრეობაში ასახულია ღრმა ფიქრის, განსჯის, საკუთარი გამოცდილებისა და ემოციის წიაღში გამოვლილი მოსაზრებები, რომლებსაც, შესაძლოა, დაეფუძნოს საქართველოს განვითარების სტრატეგია და  სახელმწიფოს ეროვნული იდეოლოგია.

ძნელია, საქართველოში მოიძებნოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, რომლისთვისაც უცხო იქნება ბატონ ნოდარ ჭითანავას სახელი და მის მიმართ უღრმესი პატივისცემით არ განეწყოს.

ბატონო ნოდარ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი იუბილე, ჯანმრთელობა და სიმხნევე გისურვოთ ახალი წარმატებების მისაღწევად ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი,

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი