2021 წლის 11 აპრილს გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევების
კავკასიის საერთაშორისო ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით
გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პროფესორი
ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; ასოცირებული პროფესორი გურამ მარხულია – გეოისტორიისა
და გეოპოლიტიკის კვლევების კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი; აითენ მუსტაფაევა – აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული
კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი; ნამიკ
ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო
ურთიერთობათა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ტატიანა პოლოსკოვა – პირველი კლასის სახელმწიფო
მრჩეველი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-სა და ბალტიისპირეთის
ქვეყნების სამმართველოს ყოფილი უფროსი; პოლიტოლოგი აბრაჰამ შმულევიჩი (ისრაელი); ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლეგ კუზნეცოვი (რუსეთი); პოლიტოლოგი არაზ გურბანოვი
(აზერბაიჯანი); საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი არიე გუტი (ისრაელი); კიევის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ კუპჩიკი (უკრაინა); კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის
პროფესორები ოლეგ მაშევსკი და მაკარ ტარანი (უკრაინა); ომბუდსმენი აურელია გრიგორიუ
(მოლდოვა); საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი; პროფესორი ზურაბ პაპასქირი
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯემალ გამახარია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ლია ახალაძე, ომარ არდაშელია,
ნოდარ ბერულავა, ელგუჯა ქავთარაძე, კახა კვაშილავა, კახაბერ ფიფია; სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან არსებულ სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს
და მათ გააცნო მის მიერ შემუშავებული საუნივერსიტეტო დიპლომატიის – როგორც მშვიდობის
ქართული პარადიგმის – იდეა, რომელმაც უცხოელ მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს,
აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და შავი ზღვა-კავკასიის
რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. კონფერენციის რუსი მონაწილეები
გაემიჯნნენ მათი ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკას როგორც საქართველოს, ისე – უკრაინის
მიმართ და აღნიშნეს, რომ ამგვარი დამოკიდებულება, პირველ რიგში, მათ სახელმწიფოს აზარალებს,
რომელიც საქართველოსა და უკრაინის სახით მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებს კარგავს.