საჯარო ლექცია დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის შესახებ

საჯარო ლექცია დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის შესახებ

2021-05-28

2021 წლის 26 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე, ZOOM-პლატფორმის მეშვეობით, საინტერესო სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ბატონმა ზურაბ აზნაურაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელშიც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა: „დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის პროცესში“.

შეხვედრა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მან საინტერესო დისკუსია გამოიწვია, რის გამოც სამეცნიერო ფორუმი დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის თანამშრომელი, ბატონი ნიკა ასვანუა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის წარმომადგენლები: ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, აკადემიური პერსონალი, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

ლექციამ საინტერესო დისკუსია გამოიწვია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროფესორები: ვეფხვია გვარამია, ლალი გაბისონია, ედიშერ ფუტკარაძე, ავთანდილ ხაზალია, სოფიო გვარამია, შორენა გაბიჩვაძე, სტუდენტები.

შეხვედრისას, ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები, იურიდიული კლინიკის ეგიდით მიმდინარე სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკული კომპონენტის სილაბუსის გამდიდრება მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკვანძო საკითხებით, მომავალში ერთობლივი სილაბუსის შექმნა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსამართლეობაზე მოფიქრალ მომავალ იურისტს სამოსამართლო დისციპლინის დარღვევისა და შემდგომი პასუხისმგებლობის შესახებ.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ფაკულტეტის დეკანმა შესთავაზა დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს, რომელიც 2017 წელს შეიქმნა საქართველოში, თანამშრომლობა, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

ღონისძიების დასასრულს ბატონმა ვეფხვიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელით, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცე ღიაა ამ ტიპის აქტივობებისთვის, ხოლო ქართველ მოსამართლეთა კორპუსს ამშვენებს არაერთი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

 

ლალი გაბისონია,

პროფესორი.

 

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი