რექტორმა მრავალშვილიან სტუდენტ-დედებს „დედის დღე“ მიულოცა.

რექტორმა მრავალშვილიან სტუდენტ-დედებს „დედის დღე“ მიულოცა.

2022-03-03

2022 წლის 2 მარტს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის მრავავლშვილიან სტუდენტ-დედებს – მაკა  იაკობიშვილს, ლიანა ზვიადაძეს და ლიკა გაბლიშვილს – უმასპინძლა.

მაკა  იაკობიშვილი და ლიანა ზვიადაძე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან,  ლიკა გაბლიშვილი კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „საქართველოს ისტორიის“ დოქტორანტი და ჩინური ენის სპეციალისტია.

ახალგაზრდა ქალბატონები შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმიანობას, წარმატებით უთავსებენ სწავლას და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურ ცხოვრებას. რექტორთან შეხვედრამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა. ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, საკუთარ საქმიანობაზე, ოჯახებზე. დასასრულ, ბატონმა ზურაბმა საზეიმო გარემოში, გოგონებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, „დედის დღეს“ ულოცავს ყველა ქალბატონს და ბედნიერ დედობას უსურვებს.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი