პროფესორ ლეონიდე ჯახაიას სახელობის აუდიტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროფესორ ლეონიდე ჯახაიას სახელობის აუდიტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022-09-13

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეონიდე ჯახაია 2022 წლის 13 სექტემბერს 90 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს ამაგდარი მეცნიერი ვერ მოესწრო. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ის 2022 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა.

 პროფესორ ლეონიდე ჯახაიას ხსოვნის უკვდავსაყოფად, 90-ე წლისთავის იუბილეზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 ბატონი ლეონიდე ქ. სოხუმში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1961 წლიდან და ამ საქმიანობას მისი ცხოვრების 60 წელი მიუძღვნა. გარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობდა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ბატონი ლეონიდე იმ მცირერიცხოვან ქართველ მეცნიერთა შორისაა, რომლებიც იან ამოს კომენსკის მედლის კავალერობა ერგოთ.

 ლეონიდე ჯახაია გახლდათ განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. სოხუმისა და აფხაზეთის მომავალზე მოფიქრალმა მეცნიერმა საზოგადოება „სოხუმელი“ დააარსა, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა.

 ბატონი ლეონიდე თბილად მოიგონეს და სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მის ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე, პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო თოფურიძემ, პროფესორებმა: ინდირა ძაგანიამ, ზურაბ პაპასქირმა, მაკა კაჭარავამ, ხათუნა ამაღლობელმა, ნესტან ლომაიამ, კახა კვაშილავამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ირმა დიხამინჯიამ; განათლების მეცნიერებათა აკადემიის სწავლულმა მდივანმა ლუბა ელიაშვილმა; ბატონი ლეონიდეს მეუღლემ – პროფესორმა ოლღა პეტრიაშვილმა, შვილებმა – გიორგიმ და მერაბიმ, შვილიშვილმა – ნიკა ჯახაიამ.

 პროფესორ ლეონიდე ჯახაიას სახელობის აუდიტორიის გახსნის ინიციატორები გახლდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი