ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობის გზაზე
022 წლის 16 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მოწვევით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა და ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის გამგემ პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა საჯარო ლექცია ჩაატარა. სტუმარი დამსწრე საზოგადოებას სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასოც. პროფ. ლია ახალაძემ წარუდგინა. მომხსენებლის მიერ შერჩეული ლექციის თემა „ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობის გზაზე: 9 აპრილი და სამოქალაქო დაპირისპირება“ საქართველოს სახელმწიფოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული მოვლენებია.
ავტორმა კოლექტიური და კულტურული მეხსიერების თეორიული ჩარჩოს საფუძველზე, მდიდარი ფაქტობრივი მასალის ანალიზითა და დიალოგის მეთოდით მარტივად შეძლო აუდიტორიის წინაშე გაეცოცხლებინა ჩვენი სამშობლოს წარსულის ისტორიული მოვლენების გაცოცხლება, ახლებური ახსნა და შეფასება. ლექციის თემატიკა იმდენად აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისთვის დაგეგმილი ერთსაათიანი შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.
საჯარო ლექცია ინტერაქტივის რეჟიმში ჩატარდა და თემის ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, ისტორიის დოქტორებიი, ასოცირებული პროფესორები ლია ახალაძე და კახა კვაშილავა, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, ბიოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ესებუა, ფილოლოგიის დოქტორები ასოცირებული პროფესორები: ნინო მაშია და მაკა კაჭარავა, ფილოლოგიის დოქტორი დარიკო ფიფია და, რაც მთავარია სტუდენტები. თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს უაღრესად საინტერესო და ჩვენი ისტორიის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენების გაცოცხლებისთვის.
მომხსენებლის ლექციას განსაკუთრებული შეფასება მისცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა 1990-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, აღნიშნული მოვლენების სწორ ანალიზს, განსჯასა და შეფასებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს. რექტორმა პროფ. ნინო ჩიქოვანს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობა შესთავაზა.
დასასრულს ავტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას თბილი შეხვედრის, ინტერაქტიული ჩართულობისა და დიალოგისთვის და გამოთქვა სურვილი უნივერსიტეტთან შემდგომი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის. ეს იყო გულწრფელ ემოციებზე დაფუძნებული თბილი სამეცნიერო დიალოგი ახალგაზრდებისთვის, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
ლია ახალაძე,
სსუ სამეცნიერო კვლევებისა და
განვითარების დეპარტამენტის უფროსი,
ასოცირებული პროფესორი
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
