
ევროკავშირის პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC დისიმინაციისადმი მიძღვნილი კონფერენცია
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრი ევროკავშირის საერთაშორისო პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC კოორდინატორებისა და Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის აქტიური ჩართულობით
2019 წლის 9 მაისს ატარებს აღნიშნული პროექტების დისიმინაციისადმი მიძღვნილ
სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ევროკავშირის პროექტები DOIT, CURE, ASSET,
DARE, ABC და განათლების
თანამედროვე პარადიგმები“.
კონფერენციის
მიზანი:
ევროკავშირის პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC მიღწევების, იდეებისა
და კვლევების დისიმინაცია და პოპულარიზაცია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, სასკოლო და
პროფესიულ განათლებაში;
კონფერენციის
სამუშაო თემატიკა:
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის
პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC
იდეების დისიმინაცია, შესაბამისად კონფერენციის
თემატიკა ემთხვევა აღნიშნული პროექტების ფარგლებში დისიმინირებულ თემებს:
ü მულტიკულტურული და მულტიეთნიკური
საქართველო
ü მულტიკულტურული
და ინტერკულტურული განათლება,
ü ბავშვთა
უფლებები და თავისუფლებები განათლებაში
ü კულტურა,
ენა და იდენტობა;
ü შეფასების
თანამედროვე მეთოდები უმაღლეს საგანამნათლებლო სისტემაში ტრადიციული და ინოვაციური მექანიზმები, სასკოლო
შეფასების ფორმები,
ü კურიკულუმის
რეფორმა და განათლების პოლიტიკა,
ü სამოქალაქო
განათლება: კვლევა და სწავლა// სწავლება,
ü უნივერსალური
სწავლების დიზაინი //ინკლუზიური განათლება,
ü სოციალურად
მოწყვლადი ჯგუფების სსსმ და შშმ სტუდენტთა განათლება და
მხარდაჭერა;
ü ეროვნულ უმცირესობათა და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა
უმაღლესი განათლების ხელშემწყობი სერვისები;
კონფერენციის
მუშაობაში მონაწილეობა და ვადები:
მსურველებს კონფერენციის თემატიკის
მიხედვით მოხსენებების სათაურების გამოგზავნა შეუძლიათ 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოტაზე მისამართებზე: education@sou.edu.ge;
liaahaladze@sou.edu.ge;
liaahaladze@yahoo.com
; tamuna205@gmail.com
მოხსენების წარმოდგენა სავალდებულოა
2019 წლის 9 მაისს;
კონფერენციის
ხარჯები:
კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლის
სერტიფიკატების, ლანჩის, კოფე-ბრეიკისა და ბანერის ხარჯებს ფარავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სამუშაო
ენები: ინგლისური და ქართული;
კონფერენციის
ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გახსნა: პოლიტკოვსკაიას ქუჩა N61, VII სართული,
სააქტო დარბაზი,
სექციური მუშაობა V სართული:
DOIT, DARE და ASSET - ის აუდიტორიები.
კონფერენციის
ორგანიზატორები:
ზურაბ ხონელიძე, რონდა სოფერი, ლიკა
ღლონტი,
ლია
ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, შორენა მაღლაკელიძე
News
Be always with us, join us on our Facebook page
