დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

2019-08-23

სოხუმის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტის სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ

 

 

გამოცხადდა მიღება სა­დოქტორო პროგრამებზე (იხ. სსუ-ს რექტორის ბრძანება 15/01-08-31; 12.07.19)

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

არქეოლოგია

აკრედიტირებულია 18.05.2025-მდე

5

2250

საქართველოს ისტორია

აკრედიტირებულია 28.05.2026-მდე

10

2250

თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

აკრედიტირებულია 04.04.2025-მდე

10

2250

ქართველური ენათმეცნიერება

აკრედიტირებულია 30.04.2026-მდე

10

2250

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

 

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

მყარი სხეულების ფიზიკა

აკრედიტირებულია 25.04.2025-მდე

5

2250

 

 

მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

კომპიუტერული მეცნიერებები

აკრედიტირებულია 04.04.2022-მდე

10

2250

გამოყენებითი მათემატიკა

აკრედიტირებულია 18.05.2022-მდე

10

2250

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

ბიზნესის ადმინისტრირება

აკრედიტირებულია 22.01.2023-მდე

10

2250

 

 უცხო ენა ( B2 ტესტი)


        ინგლისური ენა;

        ფრანგული ენა;

        გერმანული ენა;

    


სადოქტორო პროგ­რა­აზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს:

·        შესაბამის სადოქტორო პროგრამაში გაწერილ წინაპირობებს (სადოქტორო პროგრამების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შესაბამისი ფაკულტეტის ვებ-გვერდზე;

·        უც­ხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნას  B-2 დონეზე;

·        სპეციალობაში ჩატარდება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.

 

დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემ­დე­გი დოკუმენტაცია:

·        პირადი განცხადება სსუ რექტორის სახელზე (იხ. დანართი 1);

·        კონკურსანტის მონაცემები (CV);

·        მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დი­­­ლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების  მითითებით);

·        ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული: ალექსიძის ქ. №1);

·        პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

·        ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;

·        სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის)

·        გამოქვეყნებული ნაშრომების სია და ნაშრომთა ქსეროასლები (ასეთის ქონის შემთხვევაში).

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადებად განისაზღვრა:

·        საბუთების მიღება - 20 აგვისტო - 3 სექტემბრამდე10.00 სა­­­თიდან 17.00 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №209;

·        გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 5 სექტემბერი, 11.00 სა­­­თი, სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26;

·        გამოცდის შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 5 სექტემბერს არაუგვიანეს 19.00 საათისა;

·        გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6  სექტემბერს 14.00 საათამდე;

·        სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 6 სექტემბერს 15.00 საათზე მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №206;

·        აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 18.00 საათისა;

·        დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება სპეციალობაში - 9 სექტემბერს 11.00 საათზე (შესაბამის ფაკულტეტებზე);

·        დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები  - 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 18.00 საათისა.

·        კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 10-17 სექტემბრით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ  გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი)  სსუ დოქტორანტურის და  მაგისტრატურის განყოფილებაში.

·         დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრისა.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us