სახელმწიფო ენის დღე ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებმა აღნიშნეს

სახელმწიფო ენის დღე ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებმა აღნიშნეს

2020-04-15

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველ წელს მასშტაბურად აღნიშნავს 14 აპრილს, მაგრამ წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს ღონისძიებები ჩაიშალა.თუმცა ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებმა გადაწყვიტეს თავიანთი სათქმელი დისტანციურად ეთქვათ საზოგადოებისთვის და ჩაწერეს ვიდეომიმართვები. ამ წრფელი გულით ნათქვამ სიტყვებში ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები უხსნიან საზოგადოებას, თუ რატომ უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ სახელმწიფო ენა და როგორ უყვართ და პატივს სცემენ ისინი ქართულ ენას.

ფიდან იარიმოვამ და ამაილ ფაშაევამ სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა პირველ online-კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 2020 წლის 14 აპრილს გაიმართა. ხოლო დანარჩენებმა: ფარი ბალგაზაროვამ,ანთიკა ისმაილოვამ, აიტაჩ გარაჯაევამ, ნიგარ გაჯიევამ და უდრატ იუსუბოვამტექნიკური პრობლემის გამო, თავად ჩაწერეს ვიდეომიმართვები და ასე გაავრცელეს ფეისბუკის საშუალებით.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი,ფილოლოგიის დოქტორი გვანცა გვანცელაძე. 


print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us