შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020-06-08

 2020 წლის 8 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურბა ხონელიძემ უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორს, ბატონ ზვიად გაბისონიას.

 როგორც ცნობილია, ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მიმდინარე წელს პირველად დააწესა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია. მიმდინარე წლის მარტის მიწურულს შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა აღნიშნული პემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული – ვარშავის უნივერსიტეტში (პოლონეთი) მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსიბატონი დავით ყოლბაია.

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის გამარჯვებულისათვის ჯილდოს გადაცემა წელს, შემოდგომაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

 ამასთანავე, მიმდინარე წელს აღინიშნება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის 100 წლის იუბილე, რომლის აღნიშვნასაც ამ შემოდგომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კონფერენციით აპირებს. ბატონ ზვიად გაბისონიასა და ბატონ ზურაბ ხონელიძის შეთანხმებით, ეს იუბილე ეროვნული მასშტაბის ღონისძიებად იქცევა და პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიც ჩაერთვება.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us