PSP-ს წარმომადგენელთა ონლაინ-შეხვედრა ფარმაციის მიმართულების სტუდენტებთან

PSP-ს წარმომადგენელთა ონლაინ-შეხვედრა ფარმაციის მიმართულების სტუდენტებთან

2020-06-11

2020 წლის 10 ივნისს შედგა ონლაინ-შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს წარმომადგენლებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის.

 შეხვედრას, რომლის თემაც იყო „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“, ესწრებოდნენ:

ეკა ფრუიძე – პსპ აკადემიის მენეჯერითინათინ ორველაშვილი – პსპ-ს პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის განყოფილების უფროსი, ნესტან კეკელია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, მარინა ზარქუა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, კახა კვაშილავა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ირმა ცომაია – ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ფარმაციის დოქტორი, პროფესორი, ფარმაციის მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია პსპ-ს შორის 7 წელია, რაც გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია კომპანია პსპ-ში.

 ქალბატონებმა ე. ფრუიძემ და თ. ორველაშვილმა სსუ ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა და  მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე შესთავაზეს. სტუდენტები დაინტერესდნენ ამ სიახლეებით და პსპ-ს წარმომადგენლებს კთხვებით მიმართეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us