საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრა სტუდენტებთან

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრა სტუდენტებთან

2020-06-12

2020 წლის 11 ივნისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ფაკულტეტის სტუდენტებთან ელექტრონული სწავლების მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს მიესალმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია. მან სტუდენტებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და ჩართულობისათვის. დეკანმა სტუდენტებს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების შესახებ და ისაუბრა დასკვნითი/ფინალური გამოცდების ვადებისა და ფორმატის შესახებ. აღნიშნა, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომელთათვის ხელმისაწვდომი არ არის დასკვნითი გამოცდის ჩაბარების დისტანციური ფორმა, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში მათთვის შედგენილი საგამოცდო ცხრილის შესაბამისად.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ზარქუამ სტუდენტებს გააცნო ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების შესაძლებლობები.

სტუდენთა რეესტრის წარმოების მთავარმა სპეციალისტმა მანანა ჯელაძემ ისაუბრა სემესტრული გადასახადის შესახებ. სტუდენტებს შეეთავაზათ სწავლის ქირის  გადახდის საკმაოდ მოქნილი გრაფიკი. აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინდივიდუალური წესით განიხილავს სტუდენტზე მორგებულ დავალიანების გადახდის გრაფიკს.

ონლაინ-შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი კობა კორსანტია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ინგა გაბისონია.

ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს აღუთქვა დახმარება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us