
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვის ფორმატის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
10. 06. 2020
დადგენილება № 05/01 - 617
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარებისა
და საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვის ფორმატის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების
შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის
2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“
ქვეპუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის №321 დადგენილების პირველი მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების
მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის
განათლების მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის,
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანების 2020 წლის 8 ივნისის
#15/01-401 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა:
1. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდები (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა)
ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით, ონლაინ პლატფორმა Zoom.us,
Google drive ან Google forms - ის გამოყენებით;
2. დასკვნითი გამოცდის ფორმატი განისაზღვროს სასწავლო
კურსის ხელმძღვანელის მიერ - წერითი, ზეპირი ან კომბინირებული სახით;
3. გამომცდელმა უზრუნველყოს ჩატარებული
გამოცდის მატერიალური/ელექტრონული ფორმით დაარქივება და მოთხოვნისამებრ წარმოდგენა;
4. დასკვნითი/დამატებითი გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2019 წლის 12 დეკემბრის №05/01-575 დადგენილებით
განსაზღვრულ ვადებში (დასკვნითი გამოცდა - 2020 წლის 13 ივლისი - 2020 წლის 25 ივლისი;
დამატებითი გამოცდა - 2020 წლის 30 ივლისი - 2020 წლის 8 აგვისტო);
5. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი,
მასწავლებლები და მოწვეული პერსონალი ვალდებულნი არიან:
ა) ძირითადი გამოცდების პერიოდში სტუდენტების
მიერ შესრულებული წერითი ნაშრომები შეაფასონ მიღებიდან 4 (ოთხი) კალენდარული დღის ვადაში
და არაუგვიანეს მეხუთე (მე-5) დღისა შეფასების შედეგები წარადგინონ ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის უფლებამოსილ პირთან;
ბ) დამატებითი გამოცდების პერიოდში შეაფასონ ნაშრომები მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში
და არაუგვიანეს მესამე (მე-3) დღისა შეფასების შედეგები წარადგინონ ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის უფლებამოსილ პირთან.
6. სტუდენტი უფლებამოსილია გამოცდის შედეგის
უნივერსიტეტის სასწავლო პლათფორმა - stud-lab-ში გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო
დღის ვადაში მოითხოვოს ნაშრომის გაცნობა, გაასაჩივროს
გამოცდის შედეგი წერილობითი სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. აპელაციის შემთხვევაში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ
უზრუნველყოს სააპელაციო საგანში კომისიის შექმნა არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით;
სააპელაციო კომისიამ წერილობითი ნაშრომის ან/და ზეპირი გამოცდის ჩანაწერის მიღებიდან
2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს აპელაციის დასკვნის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისადმი;
8. იმ სტუდენტებისათვის, რომელთათვისაც დასკვნითი გამოცდის
ჩაბარების დისტანციური ფორმა ხელმისაწვდომი არ არის, უნივერსიტეტმა უზრუნველყოს გამოცდების
ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში, წინამდებარე დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ
ვადებში, მათთვის შედგენილი საგამოცდო ცხრილის
შესაბამისად; აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი
ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს არაუგვიანეს 2020 წლის
22 ივნისისა;
9. წინამდებარე დებულების მე-8 პუნქტით
განსაზღვრულ შემთხვევაში გამოცდები ჩატარდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის
№01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა
და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;
10. 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს დისტანციურად
სსუ-ში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადებში;
11. წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნება
დაევალოს:
ა)
ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას (საინფორმაციო დაფებზე) - უნივერსიტეტის კანცელარიას;
ბ)
უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს.
12. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
13. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან
ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში,
(მისამართი - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)
ან სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი - ქ. თბილისი, პეკინის
ქუჩა №29 ბულაჩაურის ქუჩა №7ა).
აკადემიური საბჭოს
თავმჯდომარე
რექტორი
/ზურაბ ხონელიძე/
News
Be always with us, join us on our Facebook page
