სსუ ქართული ფილოლოგიის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ონლაინ-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

სსუ ქართული ფილოლოგიის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ონლაინ-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

2020-06-16

ბოლო პერიოდში ლექციებზე არაერთხელ გვისაუბრია ედუარდ ვადი საიდის ცნობილ წიგნზე – „ორიენტალიზმი“, რომელიც საფუძვლად დაედო ტრავმული მეხსიერებისა და პოსტკოლონიურ კვლევებს ლიტერატურაში. მსგავს თემებზე ქართველი მეცნიერებიც მუშაობენ, იწერება  დისერტაციები, მათ შორის სოხუმის უნივერისტეტშიც. ამ ჭრილშიც საინტერესოა ნინო ხარატიშვილის ბოლო რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელიც „ინტელექტმა“ გამოსცა (ქართულად თარგმნა ნინო ბურდულმა).

 ეს არის ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის ისტორია, რომელიც გადაწნულია ეპოქის ქარტეხილებთან. ემილ ზოლას რუგონ-მაკარების, თომას მანის ბუდენბროკების, გოლზუორთის ფორსაიტების, ოთარ ჭილაძის მაკაბელების მსგავსად, მწერალმა ქალმა ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის საგა დაგვიხატა.  მოქმედება 1900-იან წლებში იწყება და 2006 წელს, ბერლინის კედლის დანგრევით სრულდება. წიგნში მთელი მეოცე საუკუნეა დახატული: „ამ სტრიქონებს ვუმადლი იმ საუკუნეს, რომელმაც ყველა მოატყუა და ყველას უღალატა, ვისაც იმედი ჰქონდა“, ვკითხულობთ რომანში. სტუდენტებთან ერთად მწერლის თხრობის მანერაზე, კომპოზიციის აგების უნარზე, პერსონაჟთა ხატვის ხერხებზე სასაუბროდ ვემზადებოდით.

 NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია მწერალსა და დრამატურგ ნინო ხარატიშვილთანის გერმანიაში ცხოვრობს და გერმანულ ენაზე წერსცნობილია არა მხოლოდ ლიტერატურულ წრეებშიარამედ მკითხველთა შორისაცსაერთაშორისო ბუკერების სიებში ხვდებაერთი სიტყვითყველაზე პოპულარული ქართველია წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში!

 მოლოდინის საწინააღმდეგოდეს არ იყო ლიტერატურაზე გამართული დისკუსიამწერალს არ უსაუბრია თავის ბოლო რომანზე „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. დისკუსია შეეხო ევროპისა და საქართველოს მენტალურ და კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებსსაუბრობდა მშვიდადთავმდაბლადუშუალოდგულწრფელადყოველგვარი ეგოცენტრულობისა და ამპარტავნების გარეშეთავის თავში და ფიქრებში დარწმუნებულისაუბრობდა იმაზერაზეც თითოეულ ჩვენგანს გვიფიქრია და მიუხედავად იმისარომ ლიტერატურას თითქმის არ შეხებიადრომ უსწრაფესად გაირბინა!

 ხშირად უნდა დავსათ კითხვებისაკუთარი ინიციატივით შევცვალოთ ძველი და დრომოჭმულინაკლებად გავუწიოთ ანგარიში სხვის აზრს ჩვენზევიყოთ უფრო აქტიურები და ჩვენი უმოქმედობით არ შევუწყოთ ხელი სტაგნაციასთუ არ შევიყვარებთვიგუოთ მაინც უცხო  ასეთი იყო ამ შეხვედრის მთავარი კონცეპტები!

ნინო ხარატიშვილის მკითხველებმა იციანროგორ პერსონაჟ ქალებს ხატავს ისროგორ იცის ქალის ფსიქოლოგიატკივილ-სიხარულიეს განწყობა ონლაინშეხვედრაზეც მკაფიოდ იგრძნობოდა.

 ნინო ხარატიშვილის მსგავსი ადამიანები მაფიქრებინებენრომ აღმოსავლეთი კი არაშუაგული ევროპა ვართ და ოდესმე მაინც დავბრუნდებით ჩვენსავე წიაღშიანუ ევროპის გულში!

 დიდი მადლობა ჩემს სტუდენტებს: თინათინ კოტრიკაძეს, მარიამ ჩხაიძე, ნინო გოგნაძეს, გვანცა სხულუხიას და თამარ ჯანიაშვილს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთნენ და რომლებიციმედი მაქვსარაერთ წერილს თუ გამოკვლევას დაწერენ მწერალზე, რომელიც, საბედნიეროდ, ისეთივე ადამიანი აღმოჩნდა, როგორც მისი ტექსტები: გახსნილი, საინტერესო, ამოუწურავი, სადა და გასაგები!

 

მარინა ტურავა,

ასოცირებული პროფესორი

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us