გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი

გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი

2020-07-13

84 წლის ასაკში გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ახმეტ აკაკის ძე დანელია. ის  1936 წლის 28 სექტემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში დაიბადა.

1965 წელს დაასრულა ოდესის ელექტროკავშირგაბმულობის ინსტიტუტი კავშირგაბმულობის ინჟინრის სპეციალობით.

1984 წელს მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1993 წლამდე მუშაობდა . სოხუმის ფოსტამტის უფროსადამავე დროს კითხულობდა ლექციებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1997-2001 წლებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში.

2002 წლიდან მიჰყავდა სალექციო კურსები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.

2007 წლიდან გახდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2010 წლიდან იყო სოხუმის უნივერსიტეტის უხუცესთა საბჭოს წევრი.

ბატონი ახმეტის პრაქტიკული შრომა და სამეცნიერო-პედაგოგიური ღვაწლი არაერთხელ აღნიშნულა სსრკ-სა და საქართველოს მთავრობის საგანგებო ჯილდოებით.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანაუგრძნობს ოჯახსა და კოლეგებს ასოცირებულ პროფესორ ახმეტ დანელიას გარდაცვალების გამო.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us