სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

2021-01-06

    აფხაზეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ საკარმიდამო ნაკვეთების მოწესრიგების მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარებისას, ფრიად არასახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის ტრაგედიაში გამოვლინდა: ხანძრით გამოწვეული სტიქია ანადგურებს არა მხოლოდ დასახლებების მიმდებარე სავარგულებს, უნიკალური ტყის საფარს, ჩაისა და თხილის პლანტაციებს, არამედ საკარმიდამო ნაკვეთების კულტურულ მცენარეულობას, საცხოვრისებს, დამხმარე ნაგებობებს. მთლიანად გადაიწვა და დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი ნაგებობა.

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული საზოგადოება, ყველანაირი პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებების, შეზღუდული  კომუნიკაციის არსებობის მიუხედავადჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის, აფხაზეთის ბუნების, მოსახლეობისა და ისტორიული მონაპოვრების შენარჩუნების აღიარებული პრინციპიდან გამომდინარევალდებულებას იღებსგვერდში დაუდგეს გაჭირვებაში მყოფთგამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტი-ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოთქვამს იმედს, რომ ყოველი ჩვენგანი მხარში ამოუდგება ჩვენს თანამოქალაქეებს ვითარების სტაბილიზაციის მისაღწევად და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს და, ამ მიზნით,  მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებრიობასჩვენს მეგობრებს, ამ ძნელბედობის ჟამსკიდევ ერთხელ გამოგვიწოდოს დახმარების ხელი და არ დაიშურონ ძალისხმევა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us