პოლონელი პროფესორები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2021 წლის 22-23 სექტემბერს Erasmus+ პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ლომზას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლები, პროფესორები ბარბარა ადამიაკი და ირენა კულტიჯოსოვა.
სტუმრები შეხვდნენ რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლომზას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის თანამშრომლობას. დაისახა სამომავლო გეგმები.
პოლონელმა მეცნიერებმა სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია. მათ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლის ისტორია, მისია, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, უპასუხეს დასმულ კითხვებს.
News
Be always with us, join us on our Facebook page
