
სსუ სწავლების ჰიბრიდულ ფორმატზე გადადის
სსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება № 05/01-07-ს მიხედვით, 2021 წლის 18 ოქტომბრიდან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება შემდეგ აკადემიურ ჯგუფებში:
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი:
· სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საჯარო სამართლის მოდული, I კურსი;
· დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა კურსი – I კურსი;
· სამართლის სამაგისტრო პროგრამა – II კურსი (პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება იურიდიული კლინიკის ბაზაზე – პრაქტიკული სამართლის სწავლება, ჯგუფები დაიყოფა 10-10 სტუდენტად);
· სამართლის სამაგისტრო პროგრამა – II კურსი (პრაქტიკული კომპონენტი, საადვოკატო კლინიკა სისხლის სამართალში განხორციელდება ადვოკატის ოფისში).
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I კურსი;
· ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსი;
· საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის I კურსი;
· პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის I კურსი;
· სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსი;
· ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსი.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსი, I ჯგუფი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· სლავური ფილოლოგია – II კურსი /major/;
· თურქოლოგია – II კურსი /major/;
· გერმანული ფილოლოგია – II კურსი /major/;
· აფხაზური ფილოლოგია – II კურსი /major/
· ქართულ ენაში მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა („ა“ და „ბ“ ჯგუფები).
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი:
·
საწარმოო/საველე
პრაქტიკით გათვალისწინებული კომპონენტები (18 ოქტომბრიდან);
·
ლაბორატორიული
მეცადინეობები ფარმაციისა და ქიმიის საბაკალავრო პროგრამებზე (18 ოქტომბრიდან);
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე (18 ოქტომბრიდან):
·
ბიოლოგია
– I კურსი
·
ბიოლოგია
– II კურსი
·
ფარმაცია
– I კურსი
·
ქიმია
– II კურსი
·
კომპიუტერული
ტექნოლოგიები – IV კურსი
·
მათემატიკა
– I კურსი
·
ფიზიკა
– I კურსი
·
ფიზიკა
– II კურსი
·
ფიზიკა
– IV კურსი
·
ბიოსამედიცინო
ინჟინერია – II კურსი
·
ბიოსამედიცინო
ინჟინერია – III კურსი
·
ბიოსამედიცინო
ინჟინერია – IV კურსი
·
ბიოლოგიის,
ეკოლოგიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების (გარდა IV კურსისა) საბაკალავრო პროგრამით
გათვალისწინებული ლაბორატორიული მეცადინეობები განხრციელდება საუნივერსიტეტო სივრცეში
15 ნოემბრიდან;
დასახელებული აკადემიური ჯგუფების გარდა, ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესი წარიმარება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა.
სწავლების დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას, აკადემიური პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
· სრულად ვაქცინირებულია;
· უზრუნველყოფს უარყოფითი PSR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
· ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 2 კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
News
Be always with us, join us on our Facebook page
