ბულგარელი მეცნიერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბულგარელი მეცნიერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021-11-17

2021 წლის 16-17 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ბულგარეთის წარმომადგენლები: საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის საჯარო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კრუმოვი; საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ილია ნაჩევი; ორგანიზაცია „ციფრული ტრანსფორმაციის“ რექტორი ანდრე ივანოვი; „ციფრული ტრანსფორმაციის“ დირექტორი სვეტოსლოვა სტოიანოვა; ამავე ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი სტეფანია ვალიჩკოვა და  ბულგარეთის ციფრული ეროვნული გაერთიანების უფროსის მრჩეველი კიბერ უსაფრთხოების სფეროში იასენ ასენოვი.

 

სტუმრები შეხვდნენ სსუ-ს რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას.

 

ბულგარელმა სტუმრებმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს სემინარი თემაზე „ბულგარული გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეწარმოებისა და სტარტაპების შექმნის სფეროში“. სემინარი გაიმართა  პროექტ „ინოვაციური იდეების ლაბორატორიის“ ფარგლებში.  

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის მიერ წარდგენილი პროექტი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2021 წლის 17 მარტს გაიხსნა.  

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us