
იურიდიული კლინიკის ყოველწლიური პრეზენტაციის ანგარიში
2022 წლის 7 მარტს 12 საათზე გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებული იურიდიული კლინიკის ყოველწლიური პრეზენტაცია ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან. ამჯერად გვაქვს იურიდიული კლინიკის უპრეცედენტო პროექტის შედეგის წარდგენა:სკოლის მოსწავლეებისა და მაგისტრანტების თანამშრომლობა სამართლის აქტუალურ საკითხებზე. სკოლის მოსწავლე იძენს გუნდური მუშაობის გამოცდილებას და გამოიმუშავებს სამართლის კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მაგისტრანტი კი იძენს ჯგუფის მართვისა და კოორდინირებული მუშაობის უნარ-ჩვევას, თუ აქამდე სწავლობდა, ახლა ასწავლის და სკოლის მოსწავლეს ეხმარება თემის ისე მომზადებაში, რომ შემდეგ უხელმძღვანელოს ფართო აუდიტორიის წინაშე მათ ერთობლივ პრეზენტაციას.
შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სკოლებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც სკოლისთვის, ისე უნივერსიტეტისთვის, მან მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს იურიდიული კლინიკის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და ბრძანა, რომ უნივერსიტეტის კარი მუდამ ღიაა სკოლის მოსწავლეებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ჯალაღონიამ. მან დიდი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის და სკოლის მოსწავლეების და მაგისტრანტების მიერ თემების ერთობლივ მომზადებაში მაგისტრანტების კარგი მუშაობის გამო. ბოლოს ქალბატონმა ნანამ დიდი მადლობა გადაუხადა უკლებლივ ყველას: უნივერსიტეტის რექტორს, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტს და მისი იურიდიული კლინიკის სრულ შემადენლობას დღევანდელი პრეზენტაციის ორგანიზებისთვის.
წლევანდელ პრეზენტაციაზე წარსადგენად მომზადდა 25 თემა, აქედან შერჩევის შემდგომ, სკოლის მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, იურიდიული კლინიკის მაგისტრანტებმა ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით წარმოადგინეს 4 თემა :
1. მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ ნადირაშვილი და ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ტატინაშვილი თემით „ბულინგი“.
2. მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო მოლაშხია და ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სილაგაძე თემით კიბერბულინგი
3. მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი თათია ომარაშვილი და ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ვაკო ნიკოლავა თემით „აზარტული თამაშები“
4. მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტები ნინო დარბაიძე და სოფო თოდაძე, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან აბაკელია თემით
„არასრულწლოვანთა მიმართძალადობა, მართლწესრიგის ოფიცერი და არასრულწლოვანი“.
გარდა მითითებული თემებისა, სამართლისა და დიპლომატიის სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა წაროადგინეს შემდეგი თემები:
5. „მოსწავლის უფლებები და მოვალეობები (ბაია ტუფურია), მოსწავლის უფლებრივი სტატუსი სკოლაში (დევი კორხიბაშვილი) და სკოლის გარეთ (ნუკრი ქოთოლაშვილი).
6. „გარემოს მიმართ ზიანი,როგორც ომის დანაშაული“ რეზო კერესელიძე.
7. „ოჯახში ძალადობა (ანა უბირია) ოჯახში ძალადობის ზემოქმედება არასრულწლოვანზე“ (სოფიო შულაია)
8. „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები „ (თაკო დევდარიანი).
9. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები (მიშო მაისურაძე) და ტრეფიკინგი“ (ილია გორგოძე).
10. ნარკომანია (გიორგი მიქიაშვილი).
11. პერსონალური მონაცემები (ანრი ბუკია).
დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, მათ დადებითად შეფასეს კლინიკის მუშაობა. გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი. აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც, სკოლის დირექციამ აღნიშნა, რომ დღევანდელი პრეზენტაციის დამსწრე ბევრმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, იმუშავოს სამართლის აქტუალურ თემებზე იურიდიულ კლინიკასთან.
დიდი მადლობას მოვახსენებთ მონაწილე სკოლის მოსწავლეებს, მაგისტრანტებს, სკოლის დირექციას, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს იურიდიული კლინიკის მუშაობაში ხელშეწყობისა და ქმედითი დახმარებისთვის. აქვე, ავღნიშნავთ, რომ სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებული იურიდიული კლინიკა მომავალშიც აგრძელებს თანამშრომლობას სკოლებთან.
ლალი გაბისონია,
იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი
7 მარტი, 2022 წ.
News
Be always with us, join us on our Facebook page
