ხათუნა ფუტკარაძეს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

ხათუნა ფუტკარაძეს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

2022-04-13

2022 წლის 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგა სადოქტორო პროგრამის – „კომპიუტერული მეცნიერებები“ – დოქტორანტ ხათუნა ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომის „შრომის ბაზრის დინამიკასთან დაკავშირებული განათლების ახალი საინფორმაციოტექნოლოგიური რუკის შემუშავება“ დაცვა.

 სამეცნიერო ხელმძღვანელებითეოდორე ზარქუა – ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ინფორმატიკაშიევროპის უნივერსიტეტის პროფესორინანა გულუა – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატიპროფესორი.

 ექსპერტებიინგა გაბისონია – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატიასოცირებული პროფესორინინო თოფურია – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 ოფიციალური რეცეზენტებინანა ბენიძე – ინფორმატიკის დოქტორიასოცირებული პროფესორიგია სურგულაძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

 ონლაინ-ჩართვით სხდომას ესწრებოდნენოლექსანდრ მიცა – უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო მართვის სისტემებისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგეტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიიური გოროშკო – ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის „ჩერნიგოვის კოლეგიუმის“ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგეპედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

 დოქტორანტსა და უკრაინელ სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხ. ფუტკარაძეს წარმატებები უსურვა მის სამომავლო სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობაში, ხოლო უკრაინელ კოლეგებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მოძმე უკრაინის სამართლიან ბრძოლაში და გააცნო ის ღონისძიებები რაც სსუ-მ უკრაინის მხარდასაჭერად გაატარა. ო. მიცამ და ი. გოროშკომ რექტორს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უკრაინელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადეს ამ დამოკიდებულებისათვის.

 სადისერტაციო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს  ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us