„განათლებისა და მეცნიერების გამოწვევები საქართველოში“

„განათლებისა და მეცნიერების გამოწვევები საქართველოში“

2022-05-13

2022 წლის 13 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მრგვალი მაგიდა – „განათლებისა და მეცნიერების გამოწვევები საქართველოში“.

 

ღონისძიების მონაწილეთ მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემატური საკითხები და ახალგაზრდა მეცნიერების გამოწვევების სირთულეებზე ისაუბრა.

 

ძირითადი მოხსენება თემაზე „მეცნიერების განათლება, როგორც განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამომავლო ერთიანი კონცეფცია“ წარმოადგინა გ. ნათაძის სახელობის ჰიგიენის,სანიტარიის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მამუკა კოტეტიშვილმა.

 

მრგვალ მაგიდაზე მოხსენებები ასევე წარსდგნენ:

ლალი შანშიაშვილი (საქართველოს ბიოქიმიური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ევროპული ბიოქიმიური საზოგადოებების ფედერაციის განათლების კომიტეტის ელჩი):  „ბიოქიმიის სწავლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“.

რუსუდან წიკლაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი): „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც დასავლური და ევროპული განათლების, ისე ქვეყანაში დასაქმების სისტემის პირისპირ: მზაობა, გამოწვევები და მოლოდინები“.

ქეთევან დადიანი (გ. ნათაძის სახელობის ჰიგიენის, სანიტარიის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე): „საქართველოში სურსათის მეცნიერებათა და ნუტრიციოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევები“.

 

შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთვნენ: ანა დოლიძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი): „კვლევის მნიშვნელობა განვითარებისთვის“ და ლევან ციცქიშვილი (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარული კვლევის სამსახურის უფროსი): „ვეტერინარია და „ერთი ჯანმრთელობა“ საქართველოში“.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us