აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – 80

აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – 80

2022-05-31

მაქვს პატივი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გამოჩენილ და სახელგანთქმულ ქართველ მეცნიერს, ღვაწლმოსილ მამულიშვილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი კვესიტაძეს მივულოცო ღირსშესანიშნავი იუბილე.

ბატონი გიორგის სახელი ძალიან კარგადაა ცნობილი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე – უცხოეთში. ამასთანავე შეუფასებელია მისი წვლილი ქართული ბუნებისმეტყველების განვითარებაში. კერძოდ, ის გახლავთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო სკოლის – მცენარეთა ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საკმაოდ ვრცელია ბატონი გიორგის სამეცნიერო ასპარეზი და აკადემიური მიღწევები:

კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესწავლა, მიკროორგანიზმების, მათ შორის მათი ექსტრემოფილური ფორმების, კოლექციების შექმნა, შემდგომი სელექცია და სამრეწველო მნიშვნელობის მქონე სტაბილური ფერმენტების (ამილაზები, ცელულაზები, პროტეაზები, ლიპაზები და სხვ.) პროდუცენტების სელექცია. ფერმენტების სტრუქტურულ-ფუნქციური დახასიათება; მიკრობული ჰიდროლაზური ფერმენტების იმობილიზების ეფექტური მეთოდების შემუშავება და მათი გამოყენების სფეროები; ლიგნოცელულოზური და სახამებლის შემცველი განახლებადი სუბსტრატების (მათ შორის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის ნარჩენების) ფერმენტული ჰიდროლიზი; ახალი თაობის ლიგნოცელულოზის დამშლელი ფერმენტები. საქართველოში პირველი და ერთადერთი სამრეწველო ბიოტექნოლოგიური ქარხნის „ბიოტექი“ დამაარსებელი; მიკროორგანიზმებისა და მცენარეების მიერ გარემოს დამაბინძურებელი ორგანული ტოქსიკური ნაერთების გარდაქმნის უნარის შესწავლა. ამ კვლევების საფუძველზე დამუშავებულია გარემოს დაცვის ახალი გლობალური კონცეფცია; ბიო- და ფიტორემე-დიაციული ტექნოლოგიები.

საინტერესოა, რომ აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის სამეცნიერო-პედაგოგიური ბიოგრაფიის ერთი მონაკვეთი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს მშობლიურ აფხაზეთთან: 1984 წლიდან ის გახლდათ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ბატონო გიორგი, გიდასტურებთ ჩემს და ჩვენი უნივერსიტეტის უღრმეს პატივისცემას, ვამაყობ თქვენთან მეგობრობით, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და ახალ სამეცნიერო მიღწევებს!

 

ზურაბ ხონელიძე,

რექტორი,

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 

 

 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us