თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შშმ სტატუსის მქონე ახალგაზრდებს

თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შშმ სტატუსის მქონე ახალგაზრდებს

2022-05-31

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სწავლის გადასახადს დაუფინანსებს.

სტუდენტების დახმარების გაცემა წელიწადში ორჯერ, სემესტრულად მოხდება და მისი მიღება დამოკიდებული იქნება განმცხადებლის მიერ, წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებულ ქულებზე.


როგორ გამოითვლება რამდენით დაფინანსდება სტუდენტი:


90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი);

მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;


70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;


70-ის ტოლი და ნაკლები ქულის შემთხვევაში, სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50% (562.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.


იხილეთ თბილისის მერის ბრძანება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5459658?publication=0&fbclid=IwAR1Q8sM9tHt8G4BoNJrywzj2vjNw7o6fOQKKa6rMUTZd3kvsylBl2wUSn8Y


განცხადებები დაფინანსებაზე მიიღება 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში: ჟ. შარტავას ქ., #7

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us