ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სტუდენტთა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სტუდენტთა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა

2022-06-09

 2022 წლის ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტთა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციარომელიც  სოხუმში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსების 90-წლისთავს მიეძღვნა.

 

კონფერენცია გახსნა და სტუდენტებს მიმართა ფაკულტეტის დეკანმაპროფესორმა ირმა დიხამინჯიამრომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური კონფერენციის მიზანსა და მნიშვნელობასრაც სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირებაში აისახებაახალი იდეების გენერირებაკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასტუდენტური სამეცნიერო კვლევების წახალისებასტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება  ეს ყოველივე წარმოადგენს ჩვენს უპირველეს ამოცანას განაცხადა დეკანმა და აქვესოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისბატონ ზურაბ ხონელიძის ნაშრომიდან  მშვიდობის ქართული პარადიგმა“ - ამონარიდი მოიხმორომ „განათლებამეცნიერება და მოტივირებული ახალგაზრდობაესაარაც თანამედროვე გამოწვევების დროს ყველაზე მეტად ღირებულია და რაც თავისუფლად თანაარსებობს მხოლოდ თავისუფალ სივრცეში – საუნივერსიტეტო სივრცეში“სწორედ,  ამ სივრცეში გაქვთ სტუდენტებს ყველა შესაძლებლობარომ მიიღოთ სრულყოფილი განათლებაშეიარაღდეთ ცოდნითროგორც რექტორი აღნიშნავსმხოლოდ განათლებაშისამეცნიერო პოტენციალის სწორი გზით წარმართვაშიგანათლებისთვის ახალი სულისკვეთების შთაბერვაშიაჩვენი ხსნა, – განაცხადა დეკანმარომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა საიუბილეო თარიღი დამსწრე საზოგადოებასკონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსმათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს და წარმატებული სექციური სხდომების ჩატარება უსურვა.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაბატონმა ზურაბ ხონელიძემ: „მიხარიარომ მოდის აქტიურიმოტივირებულიმიზანმიმართულითანმიმდევრულიშედეგზე ორიენტირებული თაობარომელსაც ესმის მიზეზი და მას არგებს საშუალებასდღეს საქართველოში ყველაზე ქართული კერა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია და უდიდესი პატივია ატარებდეთ „სოხუმელის“ სახელსთქვენამ უნივერსიტეტის სტუდენტებსყველა საფუძველი გაქვთ იამაყოთრომ ყველაზე ჯანსაღი და ქართული საგანმანათლებლო კერის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხართდარადგანაცთქვენ თქვენს თაობაში ხართ გამორჩეულებიგაქვთ  გააზრებულიგაცნობიერებული ყოველივე ეს და რეალურად ემსახურებით ამ კერასჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვისჩვენ ერთიანობაში უნდა შევავსოთ ერთმანეთი და ვიქცეთ იმ ჯანსაღ ძალადრომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალსთქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ლიდერებად და თქვენი ცოდნაგანათლება გახდება სახელმწიფოებრივი ხედვის საფუძველირომელიც მოემსახურება ყველაზე დიდ მიზანს – თავისუფლებასჩვენი ერთიანობითადამიანებისა და ტერიტორიების გამთლიანების სურვილითქმედებითშევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევასამიტომნუ დაველოდებით კარგ დროსდრო ვამუშავოთ ჩვენს სასარგებლოდჩვენი ქვეყნის სასარგებლოდთქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი!“

 

კონფერენციის მოდერატორმაბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემპროფესორმა დავით ზაქარაიამსატუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შემუშავებული გეგმა და სექციების განრიგი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესორებმადავით ჯალაღონიამლარისა თაკალანძემზურაბ ლიპარტიამგიორგი ბერულავამსაერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ომარ არდაშელიამპოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელმა გურამ აბესაძემფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანლმა პროფესორმა კახი კოპალიანმასოციალოგიის მიმართულების პროფესორმა ნესტან ლომაიამ.

 

საკუთარი აზრი გამოთქვეს სტუდენტებმალუკა კვირკვიამნინო ცუცხუბაიამეკატერინა ბენდელევამ და სხვებმა.

 

პირველივე დღესკონფერენციაზე საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმანინო ფუტკარაშვილმა (სოციალური ფსიქოლოგიამე-2 კურსიმეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი კახი კოპალიანი); სანდრო შპეტიშვილმა (პოლიტიკის მეცნიერებებიმე-4 კურსიმეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი დავით ზაქარია); დავით ჯანაშვილმა (ბიზნესის ადმინისტრირებამე-4 კურსი (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი დავით ჯალაღონია); გიორგი თოფურიამ - (ეკონომიკის მიმართულებამე-4 კურსიმეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი კახა ციმინტია).

აქვე უნდა აღინიშნოსრომ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასრულების შემდეგ (8 – 15 ივნისიშერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულშიმონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.                                    

 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us