იუნუს ემრეს ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის გაცნობითი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იუნუს ემრეს ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის გაცნობითი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022-10-19

2022 წლის 19 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობითი ვიზიტით ეწვია იუნუს ემრეს ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ჯან გურაი, ინსტიტუტის თანამშრომლებთან – ბატონ ისმაილ ოზდემირთან და ქალბატონ გუჩა ქუთათელაძესთან ერთად.

 

სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებს: პროფესორ გიორგი ანთელავასა და ასოცირებულ პროფესორ კახა კვაშილავას.

 

ბატონი ჯანი დაინტერესდა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის არსებული ურთიერთობების მიმდინარეობით და გამოთქვა მზადყოფნა არსებული კონტაქტების შემდგომი გააქტიურებით.

 

ბატონმა ზურაბმა ემრეს ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს გააცნო უნივერსიტეტის მისია და მისი მნიშვნელობა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. რექტორის თქმით, ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია, როცა ჩვენს თურქ პარტნიორებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს განსაკუთრებულობა გააზრებული და დაფასებული აქვთ. სწორედ ამიტომაც, თურქეთის ახალი ელჩის პირველი ოფიციალური სტუმრობა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში შედგა. ბატონმა ზურაბმა სტუმარს მისი ახალი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა, რომლის თურქულად თარგმნაც უკვე თურქეთში მიმდინარეობს.

 

საუბრისას ხაზი გაესვა თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატებს და ინსტიტუციებს (იუნუს ემრეს ინსტიტუტითურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA))ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საზოგადოება) გააჩნიათ. ეს დამოკიდებულება ორმხრივად ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერია.

 

2022 წლის 5 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიდა, რაც შესაბამისი მემორანდუმის ხელმოწერით გაფორმდა.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს, ხოლო ბატონმა გიორგი ანთელავამ კი სტუმრებს მისი ახალი მონოგრაფია „თურქული სალიტერატურო ენის რეფორმა“ გადასცა.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us