სსუ-ს პროფესორების სტუმრობა ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლაში

სსუ-ს პროფესორების სტუმრობა ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლაში

2022-11-02

2022 წლის 1 ნოემბერს ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლის ოფიციალური მიწვევით, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

სტუმრობა სკოლისათვის მნიშვნელოვან დღეს შედგა: სასწავლებელში საზეიმოდ გაიხსნა ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი.

შეხვედრა სკოლის მოსწავლეების ქართული ტრადიციული ცეკვების თანხლებით დაიწყო.

ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „მშვიდობა ბავშვებს“, რომელსაც უძღვებოდა სკოლის დამსახურებული პედაგოგი ნანა გოგიტაური.

სტუმრების წინაშე გულთბილი სიტყვებით წარსდგა სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი, ლუკა რაზიკაშვილის გვარის წარმომადგენლები, პოეტი ტარიელ ხარხელაური, აგრეთვე სოფელ ჩარგლის სკოლის პედაგოგები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორები: ირმა დიხამინჯია, დავით ზაქარაია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან პროფესორი ნესტან კეკელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორი ნინო მაშია, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორი თამარ შინჯიაშვილი. სსუ-ს წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიამოქმედი სასწავლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება. სკოლის უფროსკლასელებს მოუწოდეს უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიონ, სადაც მათ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები და მეგობრული გარემო დახვდებათ.

ღონისძიების დასასრულს დაიგეგმა სამომავლო პროექტები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთავის #23-ე საჯარო სკოლას შორის. 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us