პროფესორ ჯონი აფაქიძის საჯარო ლექცია

პროფესორ ჯონი აფაქიძის საჯარო ლექცია

2022-11-02

2022 წლის 2 ნოემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის მთავარმა მკვლევარმასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონი აფაქიძემ არქეოლოგიის საბაკალავრო მიმართულების სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

ლექციის ძირითადი თემატიკა კოლხურ კულტურას შეეხებოდა. პროფესორმა ჯონი აფაქიძემ მიმოიხილა აღნიშნული კულტურის შესწავლის აღმოჩენისა და შესწავლის ისტორია, მისი ძირითადი თავისებურებები და გავლენა არა მარტო კავკასიის, არამედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე. ხაზი გაესვა მის ქართულ წარმოშობას.

 

ლექციას ესწრებოდნენ არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები – ვახტანგ ჯაფარიძე, რევაზ ხვისტანი, ნოდარ ბერულავა და სტუდენტები. ღონისძიება შეაჯამა და პროფესორ ჯონი აფაქიძის ღვაწლზე როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ზოგადად, არქეოლოგიის წინაშე, ისაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მაშიამ.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us