სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა რეგისტრაცია

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა რეგისტრაცია

2022-11-15

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ტარდება სსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.

სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მე-3 სართულის 308 ოთახი.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  11:00 – 16:00 სთ.

რეგისტრაციისათვის საჭიროა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.     პირადობის მოწმობის ასლი;

2.     სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტიდან;

3.     კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერთა სია.

გისურვებთ წარმატებას!

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us