
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იუნისეფის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი პროგრამის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
19-20 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდის
იუნისეფის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იუნისეფის,
ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დაწყებითი განათლების
მასწავლებელთა მომზადების ახალი სამაგისტრო
პროგრამების დანერგვის ხელშემწყობ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მხარს უჭერს ყველა ინიციატივასა და წამოწყებას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების დარგში, კონკრეტულად მასწავლებელთა განათლების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების წარმატებით განხორციელების პროცესს. „-სსუ-ის განათლების ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, რის საფუძველზეც მრავალ ფართომასშტაბიან ღონისძიებას ახორციელებს საგანმანათლებლო სისტემაში წარმატების მისაღწევად.“ - აღნიშნა რექტორმა. დასასრულს მან მადლობა გადაუხადა იუნისეფის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
იუნისეფის
განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა მაკო
ყუფარაძემ ისაუბრა სამუშაო შეხვედრის
მიზნებსა და ამოცანებზე, სემინარის მთავარ გამოწვევაზე - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების
საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განხორციელების ეფექტური გზებისა და საშუალებების მოძიების აუცილებლობაზე. იუნისეფის, ესტონეთისა და საქართველოს
მთავრობების ერთობლივი პროგრამიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა - სემინარი ერთ-ერთ
ასეთ საშუალებას წარმოადგენს - აღნიშნა მაკო ყუფარაძემ.
სემინარზე თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებით წარსდგნენ ესტონეთის ფონდის „INNOVE“ ექსპერტები: ენე სილვია სარვი, ვერონიკა როგალევიცი და ქართველი ექსპერტები: ალექსანდრე ასათიანი, ია აფთარაშვილი, თამარ ისაკაძე და ნიკოლოზ სილაგაძე.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შ. რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, შ. მესხიას სახ. ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
