სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროექტებისადმი (ASSET, CURE, DOIT, DARE, ABC) მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2019 წლის 9 მაისს, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ევროკავშირის საერთაშორისო პროექტების ASSET, CURE, DOIT, DARE, ABS დისემინაციისადმი
მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ინიციატორები იყვნენ ევროკავშირის პროგრამების
Tempus-ისა
და Erasmus + -ის პროექტების კოორდინატორი, გორდონის
განათლების აკადემიური კოლეჯის მულტიკულტურული განათლების საერთაშორისო ცენტრის
დირექტორი, დოქტორი რონდა სოფერი, საქართველოში Erasmus + -ის ნაციონალური
ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და ASSET-ის კოორდინატორი
და მენეჯერი სსუ-ში ლია ახალაძე და თამარ შინჯიაშვილი. კონფერენცია სპეციალურად გაიმართა ისრაელის სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობისა დღეს.
კონფერენცია ევროკავშირის,
ისრაელისა და საქართველოს ჰიმნების ფონზე სსუ რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ
გახსნა, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის პროექტების
მნიშვნელობასა და როლზე უნივერსიტეტტების განვითარების პროცესში, ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის Erasmus + -ის საქართველოს ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელის,
პროფ. ლიკა ღლონტის წარმატებული საქმიანობა ამ თვალსაზრისით, რისთვისაც მადლობა გადაუხადა
მას და უსურვა შემდგომი წარმატებები. რექტორმა
ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან, სრულიად უნიკალურ ურთიერთთანაცხოვრების ისტორიაზე
და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს არ ჰყავს უფრო ახლობელი და უფრო გულშემატკივარი მეგობარი
ერი, ვიდრე ეს ქართველი ებრაელებია. შესაბამისად, ევროკავშირის პროექტებში ისრაელის უმაღლესი სასწავლებლების
ჩართულობა, ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ
საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი
სილვა ოსიფაშვილი, Erasmus + -ის საქართველოს
ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი,
საპატიო სტუმარი ისრაელიდან საქართველოში განთლების კუთხით ერთადერთი ჟურნალის „მასწავლებლის“
და სამეცნიერო ალმანახის „განათლების მეცნიერების“ მთავარი
რედაქტორი ნატალია ინგოროყვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე, განათლების ფაკულტეტის
დეკანი ლია ახალაძე, სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რომეო გალდავა.
მისალმების შემდეგ კონფერენციის სტუმრების
საპატივცემულოდ სტუდენტებმა ებრაული და ქართული ცეკვები შეასრულეს.
პლენარულ სხდომაზე რონდა სოფერისა
(გგაკ) და ბელა პეტრიაშვილის (თსუ) ძირითადი
მოხსენება შეეხო საქართველო-ისრაელის ერთობლივი
ევროპული პროგრამების გავლენას ქართულ უნივერსიტეტებზე და მათ განვითარებაზე. პლანარულ სხდომაზე ASSET-ის
მიმდინარე პროექტის იდეების დისიმინაციასა და კვლევას მიეძღვნა ლიორა ნუტოვის, სოფიო
ლობჟანიძის, ეკა ტყავაშვილის, მარიკა კირვალიძისა
და ჰადას ჰუბერის მოხსნებები.
კონფერენციის სექციური მუშაობები შეეხო
შეფასების თანამედროვე მეთოდებს, მულტიკულტურულ განათლებას, სამოქალაქო განათლებას,
ბავშვთა უფლებებს, კულტურასა და იდენტობას, სწავლების უნივერსალურ დიზაინს - ინკლუზიურ
განათლებას და განათლების თანამედროვე პარადიგმებს. მათ შორის ერთ-ერთი სექცია - შეფასების თანამედროვე მეთოდები - მთლიანად ASSET-ის პროექტის თემატიკას ეძღვნებოდა. სულ სექციაზე დაგეგმილი
12 მოხსენებიდან 12-ივე იქნა წარმოდგენილი. ASSET-ის სექციია მუშაობაში მონაწილეობდნენ: თამარ ჯავახიშვილი,
ნინო წულაია, თამარ შინჯიაშვილი, მარინე გოგნელაშვილი, ლია ახალაძე, ნინო ჩიქოვანი,
მარი ყალაბეგაშვილი, ლილი ბაზერაშვილი, ელზა გარაყანიძე, ლევან კვარაცხელია, ბროლისა
წულაია, გიორგი ლორია. მომხსენებელთა თემებმა მოიცვა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები
როგორიცაა: ჯგუფის რეფლექსიური დღიურის გამოყენება საუნივერსიტეტო განათლებაში, XXI
საუკუნის უნარების ღია სამკერდე ნიშნებით შეფასების გამოწვევები, განათლების ჰუმანისტური
ექსპერტიზა - შეფასების ახალი სისტემა, განმავითარებელი შეფასების მეთოდების დანერგვა
საქართველოს საუნივერსიტეტო პროგრამებში და მისი გამოწვევები და ა. შ.
სულ კონფერენციის მუშაობაში ჩართული
იყო 78 მოხსენება 100 მომხსენებლით, მათგან
წარმოდგენილი იქნა 72 მოხსენება, ორი
მოხსენება პრეზენტაციით გამოგზავნილი იქნა სპეციალურად კონფერენციისთვის.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ
ისრაელიდან გორდონის აკადემიური კოლეჯი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
საქართველოს Erasmus+ ნაციონალური ოფისი, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია და ჟურნალები „მასწავლებელი“ და „განათლების მეცნიერება“.
ასევე საქართველოში განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის
ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,
ევროპის უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. საინტერესო
აღმოჩნდა სკოლების ჩართულობა: თბილისის 26-ე, 88-ე, 157-ე საჯარო სკოლები, ასევე რეგიონებიდან
სამტრედიის მუნიციპალური საჯარო სკოლა, მარნეულის
სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა და იტალიური სკოლა „ცისკარი“.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსიები,
ხოლო დასასრულს მომხსენებლებს გადეცათ სპეციალური სერტიფიკატები. კონფერენცია გაშუქდა
რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით: ტელევიზიით,
გაზეთებით, განთავსდა ელექტრონულ პორტალზე.
მოხსენებების მნიშვნელოვანი ნაწილი, სსუ ადმინიატრაციის დაფინანსებით, გამოქვეყნდება.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
