
სსუ ASEET -ის გუნდის მორიგი ტრენინგი განმავითარებელი შეფასების პილოტირების დაწყების წინ
2019 წლის 24 და
25 სექტემბერს
და 10-11 ოქტომბერს სსუ ASEET
-ის გუნდმა სპეციალურად შერჩეულ აკადემიურ პერსონალთან განმავითარებელი შეფასების ოთხი ინსტრუმენტის
პილოტირების დაწყების წინ ტრენინგები გამართა.
აკადემიური პერსონალის შერჩევა მოხდა 2019
წლის 5-6 ივლისს ჩატარებული ტრენინგების შემდეგ.
სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში განმავითარებელი შეფასების ოთხი ინსტრუმენტის პილოტირებისთვის ASSET -ის სსუ -ს გუნდის
ტრენინგებზე 25-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ
შორის ტრენერები ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი და ლევან კვარაცხელია, ორი ინსტრუმენტის
პილოტირებას განახორციელებენ, შესაბამისად, ისინი თანაგუნდელთა ტრენინგებსაც ესწრებოდნენ.
განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტები: ღია ციფრული სამკერდე
ნიშნები, რეფლექსიური დღიური, რბილი უნარები და
კრიტიკული მეგობარი განხორციელდება
ძირითადად, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამის სტუდენტებთან (მასწავლებლის განათლების (დაწყებითი საფეხური) საბაკალავრო
პროგრამა, დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო პრიგრამა, ინკლუზიური
განათლების საბაკალავრო პროგრამა, განათლების მეცნიერებებების სამაგისტრო პროგრამა
და განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა) პილოტირება ასევე განხორციელდება ბიზნესისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ისტორიისა და თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები)
დ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე
(მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა); სულ განმავითარებელი შეფასების ოთხ ინსტრუმენტს 21-მდე ადამიანი განახორციელებს.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
