იურიდიული კლინიკის გასვლითი პრეზენტაციები

იურიდიული კლინიკის გასვლითი პრეზენტაციები

2020-03-10

2020 წლის 11 და 20 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მერაბ (ვეფხვია) გვარამია, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი ლალი გაბისონია, ასისტენტი ლაშა გელანტია, მაგისტრანტებთან ერთად, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის №2 და ვლადიმერ ვეკუას სახელობის №3 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების მაგისტრანტები, შემაჯამებელი პრეზენტაციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების წინაშე საინტერესო თემებით წარსდგნენ:

სალომე ბუხნიკაშვილი – „ბავშვთა უფლებათა კოდექსის ანალიზი“;

ანი ზენაიშვილი – „არასრულწლოვანთა სტატუსი სამოქალაქო ურთიერთობებში“;

ზურა ზერეკიძე – „აფხაზეთის პრობლემა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“;

კახა წულაძე – „არასრულწლოვანთა სასჯელის სახეები“;

ხატია ბიწაძე, თათია აქუბარდია – „ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშაული“;

პროფესორებმა მერაბ გვარამიამ და ლალი გაბისონიამ, სასკოლო საზოგადოებას დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

პრეზენტატორებმა (მაგისტრანტებმა) არჩეული თემის ირგვლივ ამომწურავად და კომპეტენტურად ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ყოველი წარმოდგენილი პრეზენტაცია მოსწავლეთა ასაკს მორგებული, საინტერესო, ვიზუალურად თუ შინაარსობრივად დახვეწილი და აქტუალური იყო.

შეხვედრაზე გამოითქვა ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარების სურვილი.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი