საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

2020-03-21

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოში ამა წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამასთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ერთობლივად საგანგებო ბრძანება და დეკრეტი გამოსცეს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების გონივრულ პოლიტიკას აღნიშნული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და სრულიად ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

 

ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების პროცესს ონლაინ-რეჟიმში აგრძელებს. რა თქმა უნდა, სწავლების ეს პროცესი, არა მარტო ჩვენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, არამედ, ზოგადად, საქართველოში სრულიად ახალი მოვლენაა, რომელიც შემდგომ სრულყოფილებას საჭიროებს. ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი აქტიურად მუშაობს სწავლების ამგვარი ფორმის დახვეწაზე.

 

მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა, რომლის აქტიური და წარმატებული წევრი და მონაწილე ჩვენი სამშობლოცაა, ამ გლობალურ პრობლემას – კოვიდ-19-ის პანდემიას – ძალიან მალე აუცილებლად დაამარცხებს და ჩვენ ისევ შევხდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორივე სასწავლო კორპუსის აუდიტორიებში.

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ძვირფასო სტუდენტებო!

გისურვებთ სიმხნევეს და ჯანმრთელობას!

ჩვენი ძალა ერთობაშია!

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი