რუსულ ოკუპაციას პანდემიაც ვერ აჩერებს

რუსულ ოკუპაციას პანდემიაც ვერ აჩერებს

2020-04-18

ახალი კორონავირუს SARS-CoV 2-თ გამოწვეული დაავადება COVID-19-ს პანდემიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაცია და იქ მოსახლე ქართული ოჯახების უფლებების შელახვა გრძელდება. 2020 წლის 15 და 16 აპრილს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრის 87 წლის დათა ივანიშვილის („დათა პაპას“) ოჯახის წევრები – შვილიშვილი და რძალი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის, 2019 წლის აპრილში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. სწორედ მაშინ შევხვდით დათა პაპასაც.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ბორდერიზაციისა და იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის უფლებების გათელვის გამო: არა ოკუპაციას!

იმედს გამოვთქვამთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოკლე ვადებში და უპირობოდ გაათავისუფლებს უკანონოდ დაპატიმრებულ ვანიშვილებს, რათა ოკუპაციის შედეგად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ოჯახმა ერთად იზეიმოს ჩვენი მაცხოვრის, უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ზეიმი.

ჩვენ ამ ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს ვულოცავთ დათა პაპას, საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ქართველებს, ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს და, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ აღდგომის ერთად აღნიშვნას ჩვენი საერთო დედა-ეკლესიის წიაღში:

ქრისტე აღდგა!

Киристи райгас æй!

Қьырса дыбзахеит!

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი