აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წელი შესრულდა

აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წელი შესრულდა

2020-04-23

სოფელ შეშელეთ, ახლანდელ გალის მუნიციპალიტეტში დაიბადა მსოფლიოში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მათემატიკოსი და მექანიკოსი, აკადემიკოსი ილია ვეკუა ნესტორის ძე.

 

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და პროფესორ ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა.

 

1933 წლიდან ილია ვეკუა თსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. 1937 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში“. 1940 წელს ის წარმატებით იცავს  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა სადოქტორო დისერტაციას თემაზე „ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის“.

 

1940 წელს ილია ვეკუა თსუ-ს პროფესორად აირჩიეს. 1940-1944 წლებში იგი იყო თსუ-ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1944-1947 წლებში − თსუ-ს პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში თსუ- უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე.

 

1946 წელს ბატონი ილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1947-1951 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი.

 

1948 წელს გამოიცა აკადემიკოს ილია ვეკუას ფუნდამენტური მონოგრაფია „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“, რისთვისაც მას 1950 წელს სტალინური და 1963 წელს კი ლენინური პრემიები მიენიჭა.

 

1951 წელს ილ. ვეკუა რუსეთში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. მის სამეცნიერო-პედაგოგიურ წარმატებებს ახალი აღიარება ხვდა წილად. კერძოდ,  1951-1959 წლებში იგი გახდა მიხეილ ლომონოსოვის მოსკოვის სახელმიფო უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორია; 1955-1959 წლებში − სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის . სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) დირექტორის მოადგილე; 1958 წელს აირჩიეს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; 1958-1964 წლებში − სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდიუმის წევრად, 1959-1964 წლებში ახლაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად მოღვაწეობდა.

 

1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. ბატონი ილია ორჯერ იყო თსუ- რექტორი: 1953 წელს და 1966-1972 წლებში. მან თსუ-ში დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი და გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომლის ბაზაზე მოგვიანებით გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. 1968-1977 წლებში იყო ამ ინსტიტუტ მეცნიერ-ხელმძღვანელი და დირექტორი. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

 

1964 წლიდან ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი გახდა.

 

1966 წელს ილია ვეკუას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის  წოდება; 1967 წელს − ის აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახდა, ხოლო 1969 წელს კი ბატონი ილია დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავის მედლით.

 

1968 წელს აკადემიკოსი ვეკუა გახდა ერმანიის ემოკრატიული ესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრ;  1969 წელს − გერმნიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადადემიის ლეოპოლდინას (ჰალე) უცხოელ წევრ, ჰალეს უნივერსიეტის საპატიო დოქტორ და იენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორ; 1973 წელს აირჩიეს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და 1976 წელს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიის (პალერმო) უცხოელ წევრად.

 

ის იყო ლენინის ორდენის კავალერი, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და სხვადასხვა მედლებით დაჯილდოებული.

 

აკადემიკოსი ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

გარდაცვალების შემდეგ, 1984 წელს  სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

 

ბატონ ილიას მეცნიერული შრომები მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს ეხება. იგი იკვლევდა თეორიული და გამოყენებითი მათემატიკის მრავალი დარგის საკითხებს,  განსაკუთრებული ადგილი უკავია კერძოწარმოებულიანი განტოლებების თეორიას. ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამონახსნთა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში; განიხილა ფუნქციათა თეორიის ერთობ ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, შენიშნა მისი ახლებური ბუნება, გამოიკვლია ამოხსნადობის საკითხი და მოგვცა ინდექსის გამოსახულება, რომელსაც საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემასთან დაკავშირებით; დაამუშავა განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორია, ომელიც კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის არსებითი გაფართოებაა. მან დაამუშავა გარსთა მათემატიკური თეორიის ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია „ვეკუას მოდელი გარსთა თეორიისა“.

 

ილია ვეკუას მიერ წამოყენებული მრავალი სამეცნიერო პრობლემა დღემდე აქტუალურია და მეცნიერთა კვლევის ობიექტს წარმოადგენს.

 

აკადემიკოსი ილია ვეკუა ერთადერთია აფხაზეთში დაბადებულ მეცნიერთაგან, რომლის სახელის ექო მშობლიური მიწის ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცილდა და საერთო-საკაცობრიო მოვლენად იქცა. ამიტომ ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ილია ვეკუა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა გახდება გზა საქართველოს გაერთიანებისა.

 

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,

განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

პროფესორი


ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი