სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო პროექტთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო პროექტთან დაკავშირებით

2020-05-10

როგორც ცნობილია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების შესახებ ორ პროექტში გაიმარჯვა.

 2020 წლის 10 მაისს, Zoom-პლატფორმის საშუალებით, ონლაინ-სამუშაო შეხვედრა გაიმართა ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის – „თანამედროვე აფხაზეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი,

პოლიტიკური და ეთნო-კულტურული იერსახე უძველესი დროიდან XXI ს. დამდეგის ჩათვლით“  – განხორციელებაში ჩართულ მკვლევართა მონაწილეობით.

 სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა – პროფეროსმა ჯაბა სამუშიამ (შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე); პროექტის კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებმა: პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა (პროექტის ხელმძღვანელი), პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ბეჟან ხორავამ, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ და ისტორიის დოქტორმა კახაბერ ყალიჩავამ – იმსჯელეს პროექტის შესრულების გეგმებზე, პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვებზე საბიბლიოთეკო და საარქივო მასალებთან წვდომაზე. დაიგეგმა შემდგომ ეტაპებზე შესასრულებელი სამუშაოები.

 ზ. ხონელიძემ, ჯ. სამუშიამ და ჯ. გამახარიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროექტის აქტუალობას როგორც სამეცნიერო, ასევე – სახელწმიფოებრივი თვალსაზრისით.

 უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი პროექტი არის კიდევ ერთი მცდელობა დამაჯერებელი და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი გაეცეს საერთო ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ეთნოკულტურული სხეულის განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ამ ახალ ტალღას. კვლევის შედეგად დაგეგმილია ფუნდამენტური, ამასთან განმაზოგადებელი ხასიათის, ერთგვარად შემაჯამებელი მონოგრაფიული გამოკვლევის მომზადება და გამოცემა, რომელშიც, თანამედროვე ქართული ისტორიული მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული და გააზრებული აფხაზეთის ისტორიული წარსული. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ქართულთან ერთად, მონოგრაფიის სრული ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთის ისტორიის სწორი, მეცნიერულად არგუმენტირებული ცოდნის დამკვიდრებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, იმ უტყუარი ჭეშმარიტების პოპულარიზაციას, რომ ამჟამინდელი აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო ერთიანი ქართული ეთნო-კულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ორგანული ნაწილი.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი