ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის მილოცვა

ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის მილოცვა

2020-05-23

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, მისი აღმატებულება, ქალბატონ დესისლავა ივანოვასაგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – 26 მაისთან – დაკავშირებით მისალოცი წერილი მიიღო, სადაც ვკითხულობთ:

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელგანთქმულო რექტორო,

ნება მიბოძეთ, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე და გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა და წინსვლა თქვენ და თქვენს კოლეგებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში.

 მსურს ვისარგებლო ამ საზეიმო შესაძლებლობით და გამოვხატო ჩემი გულითადი კმაყოფილება თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შესანიშნავი თანამშრომლობის გამო. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა აკადემიური ინსტიტუტების არსებით როლს ახალგაზრდებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების მიწოდებაში, მომავალი ლიდერების მომზადებაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობასა და კულტურული ფასეულობების გაზიარებაში.

 ამის ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს პირველი სალექციო კურსი ბულგარულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც უძღვება ჩვენი ძვირფასი კოლეგა, ბულგარეთის რესპუბლიკის პლოვდივის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ივანა კოლევა.

 გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან უღრმესი პატივისცემა“.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი