
მემორანდუმი ევროპის აკადემიურ ცენტრთან
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების,
პროფესიული
მომზადების
ხარისხის და კადრების კვალიფიკაციის
ამაღლების აუცილებლობის გათვალისწინებით, მემორანდუმის ფარგლებში,
მხარეებმა მიზნად
დაისახეს:
უმაღლესი განათლების ფარგლებში, სასწავლო პროგრამების პრაქტიკის
კომპონენტის სრულყოფის, პრაქტიკის ბაზის გაუმჯობესების, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავების,
კურსდამთავრებულთათვის დასაქმებისა და კარიერული წინსვლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ
ღონისძიებებში ხელშეწყობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ევროპის აკადემიური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ სანაიამ.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
