
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID-ის ახალ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელთან ერთად 2020 წლის 9 ივლისს ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების ჩართულობის გაზრდას მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელების პროცესში, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მოდერნიზაციას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე სასწავლო მეთოდების, ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების, კრიტიკული აზროვნების, წიგნიერებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიესალმება საქართველოს ყველაზე დიდი მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და მოხარულია ჩაერთოს USAID - ის მიერ ქართული საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ პროექტში. ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება რამდენად მჭიდრო და მნიშვნელოვანია აშშ- საქართველოს სტრატეგიული პრატნიორობა - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა პროექტის უცხოელ და ქართველ ავტორებს ნენსი პარკსის, ნიკა ჩაჩხიანს, ინდირა ამირანაშვილს და ყველას, ვინც პროექტის მხარდაჭერის პროცესში იყო ჩართული.
ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ხელმძღვანელები აშშ-დან და USAID-იდან, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, მენეჯერები და ადმინისტრაციული მენეჯერები. საქართველოდან პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
