აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო

აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო

2020-07-14

აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარია. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებში განხილულია საქართველოს, კავკასიისა და წინა აზიის ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის არქეოლოგის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. მას ასევე შესწავლილი აქვს ქართველი და კავკასიის სხვა ხალხების ეთნოგენეზი არქეოლოგიური მონაცემების შუქზე. ფასდაუდებელია მისი კვლევები კავკასიის ბრინჯაოს მეტალურგიასთან მიმართებაში. ის დიდხანს მუშაობდა და მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნები მტკვარ-არაქსის, მარტყოფ-ბედენის, თრიალეთისა და კოლხური კულტურების შესახებ.

ჩვენ ვემშვიდობებით ეპოქალურ პიროვნებას, ჩვენს მასწავლებელს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მარადიულ ფასეულობებს, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და საერთო ღირებულებებს.

დიდი მეცნიერის, გამორჩეული პიროვნებისა და არქეოლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული არქეოლოგიის ისტორიაში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის ოჯახსა და კოლეგებს.

 

პროფესორი ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,

 

პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე და პროფესორი ჯონი აფაქიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგის მიმართულების ხელმძღვანელები.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი